იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მესამე ქვედანაყოფის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
ტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ და იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, საზღვაო კაპიტანმა ჯანფრანკო ვიცინიმ უმასპინძლეს იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მესამე ქვედანაყოფის დელეგაციას, რომელიც ჩართულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებთან ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრებში. ღონისძიება წელს უკვე მეშვიდედ ჩატარდა და მის ფარგლებში განხილული იქნა საკითხები, რომლებიც მხარეებისთვის საერთო ინტერესს წარმოადგენს, კერძოდ, რეგიონის (განსაკუთრებით, სამხრეთ კავკასიის) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და, ასევე, იტალიის სამხედრო სასწავლებლებში განათლების შესაძლებლობები. მხარეებმა შეაჯამეს 2025 წლის სამხედრო თანამშრომლობის გეგმის შესრულების შედეგები და ხელი მოაწერეს სამხედრო თანამშრომლობის გეგმას 2026 წლისთვის, რომელიც ითვალისწინებს იტალიასა და საქართველოში დაგეგმილ არაერთ სამხედრო სწავლებას. იტალიური დელეგაცია შეხვდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP, ნატოს ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და ნატოს წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის განვითარებას უსაფრთხოებისა და ინტეროპერატიულობის კუთხით) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS, რომლის მიზანია რეგიონში ნატოს უსაფრთხოების და სამხედრო პოლიტიკის ცნობადობის ამაღლება) ხელმძღვანელებს.
ნანახია: 19
მსგავსი სიახლეები
clickss