2025-11-05

15:12

შსს-მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო

სამართალი
03-10-2025 23:17

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

მიმდინარე წლის, 3 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, შემოვიდა შეტყობინება, თბილისში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.

პოლიცია უმოკლეს დროში გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოიქმნა მცირე კონფლიქტი. ტაძრის მსახურებს გამოესარჩლნენ იქვე მყოფი მოქალაქეები, რის შემდგომაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

პირველადი ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად,  დაზიანებები მიიღეს კონფლიქტში ჩართულმა პირებმა - როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ასევე ინციდენტში მონაწილე მოქალაქეებმა.

ამ დროისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს გამოკითხვები.

გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად ჩავაყენებთ საქმის კურსში. - ნათქვამია განცხადებაში

მსგავსი სიახლეები

2025-10-24 11:45
სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს - ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა

2025-10-21 17:21
სამართალი

ვაჟა სირაძე - 3 დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია

3 დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია

2025-10-21 11:40
სამართალი

საგამოძიებო სამსახური - ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 000 ერთეულზე მეტი „Jacobs Monar

საგამოძიებო სამსახური - ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 000 ერთეულზე მეტი „Jacobs Monarch”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ერთჯერადი ყავა და 2 400 ერთეულზე მეტი „Raffaello”-ს სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული

2025-10-20 12:44
ბიზნეს ნიუსი

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

2025-10-20 09:58
სამართალი

საპატრულო პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საპატრულო პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები