2025-10-28

13:44

იტალიის საელჩო - 2-4 ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქს ევროპაში უძველესი, 1088 წელს დაფუძნებული ბოლონიის უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობს

საზოგადოება
03-10-2025 15:18

იტალიის რეგიონების პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული პროექტის შარშანდელი წარმატების შემდეგ, წელს იტალიის საელჩო რამდენიმე ღონისძიებას მიუძღვნის ემილია-რომანიას, რომელიც არა მხოლოდ მდიდარი ისტორიითა და კულტურით გამოირჩევა (ემილია-რომანიაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 16 ძეგლია!), არამედ მოწინავეა სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების თვალსაზრისით.

ემილია-რომანიას რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, 2-4 ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქს ევროპაში უძველესი, 1088 წელს დაფუძნებული ბოლონიის უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობს.

იტალიის საელჩოსა და განათლების ცენტრი „მინერვას“ მიერ ორგანიზებული ვიზიტი ითვალისწინებს შეხვედრებს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან და მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების დარგში თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი სამომავლო პროექტებისა და ინიციატივების განხილვას.

გუშინ საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რეზიდენციაში უმასპინძლა დელეგაციას, რომელსაც ბოლონიის უნივერსიტეტის რექტორი ჯოვანი მოლარი ხელმძღვანელობს.

„მოხარულები ვართ, რომ დასაბამი მიეცა ბოლონიის უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის ახალ თანამშრომლობას, რომელიც კიდევ ერთი მძლავრი ბიძგი იქნება ორ ქვეყანას შორის საუნივერსიტეტო განათლებისა და სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის“, - თქვა ელჩმა დ’ანტუონომ, - „იტალიის საელჩო ძალისხმევას არ იშურებს განათლების დარგში კავშირების გასაღრმავებლად, ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების აღმოსაჩენად და სამეცნიერო თუ ტექნოლოგიური კვლევების განვითარებისაკენ მიმართული ინიციატივების ხელშესაწყობად“.

დღეს კი, იტალიის ელჩი დ’ანტუონო, დელეგაციასთან ერთად, ეწვია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) ეწვია, სადაც უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ უმასპიძლა. შეხვედრაზე იმსჯელეს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე და ისეთ ერთობლივ ინიციატივებსა და პროექტებზე, როგორიცაა სამხრეთ კავკასიაში პირველი კვანტური კომპიუტერის შექმნა და ბიზნესის ადმინისტრირებისა და მართვის, ეკონომიკის, საინფორმაციო მეცნიერებებისა და ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი კურსები.

რექტორთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა ორივე უნივერსიტეტის პრეზენტაცია და, ასევე, შეხვედრა ბიზნესის ადმინისტრირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგებში წამყვანი ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან.

მსგავსი სიახლეები

2025-10-22 13:27
საზოგადოება

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

2025-10-21 16:46
საზოგადოება

„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

2025-10-13 10:31
საზოგადოება

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

2025-10-06 12:51
საზოგადოება

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"

2025-10-06 12:06
საზოგადოება

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქს

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტესა და ხარისხს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები