პრემიერი: გვინდა გავაფრთხილოთ ყველა, ფუჭად ნუ აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა მრავალი წლით, უსინდისო მოძალადეების ადგილი ციხეშია, კიდევ ერთხელ ვურჩევთ ყველას, ნუ გაერევიან ისეთ პროცესებში, რომელიც გულისხმობს ძალადობას

"გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა. ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და 13 წლის თავზეც მათი მორიგი რევოლუციის მცდელობა აუცილებლად ჩავარდება, ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე წინა შემთხვევებში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულო ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მოძალადეების ადგილი არის ციხეში და ეს ნახა ყველამ, გასული წლის მოვლენების შემდეგ.
"ეს ყველაფერი აჩვენებს უსუსურობას რაც სუფევს რადიკალურ ოპოზიციურ სპექტრში. მათ რაღაც გეგმა, მიზანი დააანონსეს, კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მიზანი აქვთ განცხადებული, თუმცა თავადაც ვხედავთ, რომ ძალიან ეპარებათ ეჭვი ამ მიზნის განხორციელების რეალურობაში, აქედან გამომდინარე მიმართავენ ასეთ იაფფასიან ზომებს, ძველი სიების გამოქვეყნება, იაფფასიანი მუქარები და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება.
13 წლის განმავლობაში, მათ ჰქონდათ ასეთი პროცესების წარმართვის არაერთი მცდელობა, მათ შორის, გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა. ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და 13 წლის თავზეც მათი მორიგი რევოლუციის მცდელობა აუცილებლად ჩავარდება, ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე წინა შემთხვევებში. აქედან გამომდინარე, გვინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ყველა, ფუჭად ნუ აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა მრავალი წლით. უსინდისო მოძალადეების ადგილი არის ციხეში, ეს ნახა ყველამ, გასული წლის მოვლენების შემდეგ, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვურჩევთ ყველას, დაიკავონ ფრთხილი პოზიცია და ნუ გაერევიან ისეთ პროცესებში, რომელიც გულისხმობს ძალადობას, და შესაბამისად, ითვალისწინებს სისხლის სამართლის კვალიფიკაციას", - განაცხადა პრემიერმა.
ნანახია: 90
მსგავსი სიახლეები

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვე
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა

არჩილ გორდულაძე - დღეს მათ უწევთ თქვან, რომ არჩევნები შედგა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, ეს მათ
არჩილ გორდულაძე - დღეს მათ უწევთ თქვან, რომ არჩევნები შედგა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, ეს მათი არჩევანიც არ არის, ეს არის მათი პატრონებისგან გაცემული დავალება და ამ დავალებასაც, როგორც ყურმოჭრილ მონებს შეეფერებათ, ასრულებენ

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
clickss