სამეგრელოს პოლიციამ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ე.ქ. დააკავეს. მას ბრალი განსაცდელში მიტოვებასა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში ედება, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ავტომობილით 1999 წელს დაბადებულ მ.ჭ.-ს შეეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული მძღოლი ე.ქ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე და 128-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ნანახია: 104
მსგავსი სიახლეები

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

ამოღებულია 42 შეკვრა "მეთადონი" - შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
ამოღებულია 42 შეკვრა "მეთადონი" - შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

პროკურატურამ პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოდან უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე გააძევეს
საქართველოდან უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე გააძევეს

შს მინისტრის მოადგილე - 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია
შს მინისტრის მოადგილე - 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც უკვე დაკავებულია 13, ორი ჯერჯერობით იმყოფება მიმალვაში
clickss