კახა კალაძე - ზელენსკიმ ისაუბროს იმაზე, რა მოუწყო თავის ხალხს, გავა დრო და მოუწევს პასუხის გაცემა
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "გავა დრო და მოუწევს პასუხის გაცემა იმაზე, რაც დღეს უკრაინაში ხდება - მისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით".
ეს განცხადება მან იმ დროს გააკეთა, როცა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასება სთხოვეს.
კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს - "ქვეყანას და ქართველ ხალხს თავი დაანებოს".
"საქართველოს დაანებოს ყველამ თავი. ზელენსკიმ მიხედოს თავის ქვეყანას და ისაუბროს იმაზე, თუ რა დაკარგა და რა მოუწყო საკუთარ ხალხს და ქვეყანას. იმაზე დიდი უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით, ამაზე გავა დრო და მოუწევს პასუხის გაცემა. ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს თავი დაანებოს. ჩვენ მივხედავთ, ჩვენს ქვეყანასაც მივხედავთ, მშვიდობასაც დავიცავთ და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც", - თქვა კახა კალაძემ.
24 სექტემბერს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოც ახსენა. მან თქვა:
"ჩვენ ევროპაში უკვე დავკარგეთ საქართველო, ადამიანის უფლებები და ევროპული ხასიათის სახელმწიფოებრივი მოწყობა იქ მხოლოდ უარესდება. საქართველო დამოკიდებულია რუსეთზე და მრავალი წელია, ბელარუსი ასევე მიიწევს რუსეთზე დამოკიდებულებისკენ. ევროპა ვერ მისცემს თავს მოლდოვის დაკარგვის უფლებასაც...", - თქვა მან.
ნანახია: 213
მსგავსი სიახლეები
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
clickss