მაპატიეთ ხუთი ოპერაცია დამჭირდა გართულებების გამო. აზროვნება მიჭირდა და სიცოცხლის მეშინოდა - რას წერს ხათუნა სამნიძე
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ არის. სამნიძე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას.
ამჯერად ის წერს:
"დავბრუნდი სახლში. ის სუპერ ოპერაცია ვერ გამიკეთეს. ამიტომ პალატიდან ვერ მოგწერეთ, როგორც შეგპირდით. მაპატიეთ ხუთი ოპერაცია დამჭირდა გართულებების გამო. აზროვნება მიჭირდა და სიცოცხლის მეშინოდა. ასეთი გრძნობა არასდროს მქონია. დეტალების დაწერის მართლა მეშინია, ვერ გიზიარებთ სრულად გაქრა მაშინ ჩემი ოპტიმიზმი. თითქოს გამტეხა იმ ტანჯვამ და დაუსრულებელმა საოპერაციო სივრცემ და პალატამ. მთელი თვე მხოლოდ ცას ვუყურებდი საწოლიდან და გამოსამშვიდობებელ ტექსტებზე ვფიქრობდი ასე იყო მთელი ივლისი. მერე ხანგრძლივი რეაბილიტაცია. მაგრამ…
ეს ჩვენს ხელში არაა! ჩაგხედავს თვალებში შვილი, ძალაგამოცლილ ხელს ჩაიხუტებს პატარა ძმის შვილი, გაგიბრაზდება ძმა, მოგეფერება მისი ცოლი, ხელებდაკაპიწებული ჩამოფრინდება და ნიუ-იორკიდან დასახმარებლად, სიურპრიზად თავზე დაგადგებიან საუკეთესო დაქალები, უამრავი ადამიანი მოგიკითხავს და სიყვარულს გამოგიგზავნის და…რა მოხდება? ბედნიერებისგან აცრემლებული თვალები და სადღაც მიჩქმალული იმედი ისევ ამოანათებს. და მუხლების კანკალით, მაგრამ მაინც გადადგამ პირველ ნაბიჯებს. თავიდან ისწავლი სიარულს. გეტკინება და მაინც გაიღიმებ ან კარგად შეიგინებ და განაგრძობ ბრძოლას!
გადავრჩი, დავბრუნდი და ვაგრძელებ ქიმიოთერაპიას. თქვენი ყველას გულშემატკივრობით, გამოგზავნილი ენერგიით და სიყვარულით გაძლიერებული ვუბრუნდები ბრძოლას, ამ ომს, რომელიც გახანგრძლივდა, მაგრამ აუცილებლად დასრულდება ჩვენი გამარჯვებით! არ ვარ მემარტო და ამიტომ ვიმარჯვებ" - წერს სამნიძე.
ნანახია: 323
მსგავსი სიახლეები
34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელე
34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელები გამოავლინა
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა
IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს
IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს
რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა
რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა
clickss