24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს ჩვეული, რუტინული საქმით შემოიფარგლეთ, სამუშაო დრო მთლიანად გეგმების განხორციელებას დაუთმეთ. პირადი საკითხები ხვალისთვის გადადეთ.
კურო
სახლში დაგეგმილი რეკონსტრუქციის საკითხებზე, სასურველია, სპეციალისტები მოიწვიოთ, ამით დაზოგავთ დროსა და ენერგიას, ამასთან, შედეგსაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ.
ტყუპები
თუ ხვდებით, რომ თქვენს ირგვლივ არაკეთილგანწყობილი ადამიანები არიან, სასურველია, კორექტივები შეიტანოთ გეგმებსა და ქმედებებში, რათა არ გაამრავლოთ კონკურენტები და მტრები.
კირჩხიბი
შესაძლოა, მოულოდნელად მნიშვნელოვანი შემოთავაზება მიიღოთ. ახალ იდეების განსახორციელებლად, ფინანსური საკითხების მოგვარება დაგჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობებს.
ლომი
უარს ნუ იტყვით მეგობრების შემოთავაზებაზე, ან ახალ საქმიან წინადადებაზე, შესაძლოა, ეს იყოს საუკეთესო გადაწყვეტილება.
ქალწული
ზომიერება გამოიჩინეთ, როგორც საქმიანობაში, ასევე თქვენს სურვილებთან დაკავშირებით. მრავალფეროვანი მოვლენებით დახუნძლული დღე მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ, იყავით გაბედული, პირდაპირი და დაიცავით საკუთარი ინტერესები.
სასწორი
ფიზიკურ თუ ნერვულ გადაღლას ვერ აიცილებთ, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, რჩევისთვის ახლობელ ადამიანებს მიმართოთ და გქონდეთ მათი მხარდაჭერის იმედი.
მორიელი
ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, გააანალიზეთ საკუთარი პრობლემები და გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნები, ეს დაგეხმარებათ სამყაროსგან პასუხების მიღებაში და მომავლის უკეთ დაგეგმვაში.
მშვილდოსანი
თქვენი მიზნების მისაღწევად, საჭირო არაა სიახლეების ძებნა, მთავარია, დასახული გეგმა სწორად შეასრულოთ და მიზანსაც მარტივად მიაღწევთ.
თხის რქა
იზრუნეთ თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. თქვენი მყარი ემოციური მდგომარეობა ხელს შეგიწყობთ, მოაგვაროთ მატერიალური საკითხები.
მერწყული
მოსალოდნელია დაპირისპირება ოჯახის ასაკოვან წევრებთან. გააკონტროლეთ ემოციები ეს ახლა ძალიან გჭირდებათ.
თევზები
არსებობს ალბათობა, მკვეთრად შეიცვალოს თქვენი გეგმები. შესაძლოა, დაკავდეთ სხვათა პრობლემების მოგვარებით. კარგი იქნება, იზრუნოთ საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე.
ნანახია: 313
მსგავსი სიახლეები
34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელე
34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელები გამოავლინა
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა
IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს
IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს
რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა
რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა
clickss