2025-10-24

00:58

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 1 თვე

საზოგადოება
11-09-2025 17:00

შემოდგომის დადგომასთან ერთად ნელ-ნელა ახლოვდება მეღვინეობის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ზუსტად ერთ თვეში, წელს, კახეთის მთავარ მოვლენას, გურჯაანის ღვინის ფესტივალს მეღვინეობის ქალაქი 11 ოქტომბერს უმასპინძლებს. 

ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეცხრედ ეწყობა ტრადიციულად სხვადასხვა გემოს თუ ფერის, მშრალი თუ ნახევრად ტკბილი, ახლად დადუღებული თუ წლებით დავარგებულ ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს ერთ სივრცეში გააერთიანებს, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნება სასიამოვნო მუსიკის ფონზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად საინტერესოდ გაატაროს დრო.

წელს ფესტივალის შთაგონების წყარო მრავალხმიანი ქართული ღვინოა - სასმელი, რომელმაც საუკუნეების გზა გამოიარა, მოერგო სხვადასხვა ეპოქის ჰანგებს, მაგრამ არასდროს დაკარგა თავისი პირველქმნილი ხასიათი – ის, რამაც საქართველო ღვინის სამშობლოდ აქცია. როგორც ქართულ პოლიფონიაში სხვადასხვა ხმა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის ერთიან, განუმეორებელ ჟღერადობას, ასევე ნამდვილი ღვინო არის გემოების, არომატებისა და შეგრძნებების პოლიფონია. 

გურჯაანის ღვინის ფესტივალი სწორედ, ამ უწყვეტი ისტორიის გაგრძელებაა – ადგილი, სადაც ქართული ტრადიცია ყოველწლიურად ცოცხლდება და წელს, ღვინის მრავალხმიანობა კიდევ ერთხელ გაგვაერთიანებს.

„ფესტივალი წარმოადგენს საქართველოს, შავი ზღვის რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას. 2024 წელს ფესტივალმა 400-ზე მეტი მონაწილე და 30,000-ზე მეტი სტუმარი მიიღო. აქ წარმოდგენილია, როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები, ასევე, ევროპის საუკეთესო და IWSC  wine judging in Georgia-ს გამარჯვებული ღვინოები. გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანია უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა. წელს, მოსულ სტუმრებს ასევე დახვდებათ ტრადიციული კერძების დიდოსტატები, ქართველი არტისტები და ფოლკლორული ანსამბლები, შეფ-მზარეულები, მასტერკლასები, საავტორო კერძები, ხელნაკეთი ნივთები, ეთნოგრაფიული ექსპოზიციების წარმომადგენლები და გასართობი სივრცეები ყველა ასაკის წარმომადგენლებისთვის,“ - აღნიშნავს ფესტივალის ამბასადორი შოთა ნატროშვილი. 

ფესტივალი ყოველ წელს იზრდება და იგი 2022 წლიდან სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა.

ფესტივალის მედია პარტნიორები არიან: ბიზნესპარტნიორი, ბიზნესპოსტი, Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, ანტერპრენერი, commersant.ge, travelnews.ge, რადიო უცნობი


მსგავსი სიახლეები

2025-10-22 13:27
საზოგადოება

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

2025-10-21 16:46
საზოგადოება

„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

2025-10-13 10:31
საზოგადოება

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

2025-10-06 12:51
საზოგადოება

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"

2025-10-06 12:06
საზოგადოება

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქს

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტესა და ხარისხს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები