2025-11-08

02:57

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

პოლიტიკა
12-09-2025 00:57

კორუფციასთან ბრძოლა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბუნებრივია, ყოფილი მინისტრის დაკავება თავისთავად ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები კორუფციის მიმართ.

ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რაც არაერთხელ გამიხმოვანებია, მათ შორის მაშინაც, როდესაც პარლამენტში ვაბარებდი ანგარიშს როგორც საზოგადოებას, ისე პარლამენტის წევრებს. ჩვენი მიზანია, რომ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით ევროპის სამეულში შევიდეთ.

ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა სისტემის გასაჯანსაღებლად. მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინ ვახსენე, რომ წლის ჭრილში მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში 700 მილიონი ლარი დაიზოგა. აქ საუბარია ენერგეტიკის სფეროში მოქმედ საწარმოებზე, განსაკუთრებით — ელექტროსისტემაზე, ასევე საქართველოს რკინიგზასა და სხვა სახელმწიფო კომპანიებზე.

ეს 700-მილიონიანი დანაზოგი შემთხვევით არ არის მიღწეული. საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილებები. წარსულში საქმე ისე კეთდებოდა, რომ სახელმწიფოს დამატებით 700 მილიონი ლარი დაუჯდებოდა. დამეთანხმებით, ეს ძალიან დიდი დანაზოგია.

ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩვენ სისტემის გაჯანსაღებაზე ვზრუნავთ. ამასთან, მნიშვნელოვანია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, რათა ამ ყველაფერს პრევენციული ეფექტი ჰქონდეს. თუ ჩნდება დაუსჯელობის სინდრომი, ბუნებრივია, იზრდება ცდუნება — როგორც კორუფციასთან, ისე ნებისმიერი დანაშაულის მიმართ. ამიტომაც საჭიროა ეფექტური ზომების მიღება, რომ პრევენციაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ.

როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, რამდენ ხანს გასტანს და რა შედეგით დასრულდება — ეს უკვე სამართალდამცავი უწყებების, პროკურატურისა და სასამართლოს საქმეა. მე არ მაქვს უფლება ამ პროცესებზე კონკრეტული კომენტარი გავაკეთო. მთავარი ის არის, რომ ჩვენთან მოქმედებს კანონისა და სამართლის უზენაესობა.  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

2025-10-21 10:15
პოლიტიკა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

2025-10-20 14:52
პოლიტიკა

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

2025-10-20 10:08
პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

2025-10-16 10:47
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

2025-10-14 10:32
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები