კობახიძე აქციაზე: აბსოლუტურად სახედაკარგულები არიან - ქალი ქალს არ ჰგავდა, კაცი კაცს
            ირაკლი კობახიძემ პროევროპული აქციების მონაწილეებს „სახედაკარგული ადამიანები“ უწოდა.
„აქედან ჩანს ის, თუ საითკენ მიაქანებენ ე.წ. ლიბერალები, ფსევდო ლიბერალები თანამედროვე სამყაროს. ეს არის შემაშფოთებელი, კატასტროფული ტენდენციები, ამის გამოხატულება იყო სხვათა შორის ის აქციაც, რომელიც გამართეს სახედაკარგულმა ლიბერალმა აქტივისტებმა ჩვენი შტაბის წინ, აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანები, ქალი ქალს არ გავდა, კაცი კაცს არ გავდა. ტრაგიკულია ეს მდგომარეობა, რომელშიც არიან ეს კონკრეტული ადამიანები“, - თქვა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 8 სექტემბერს, მელიქიშვილზე გამართულ აქციაზე, ქალზე ფიზიკური ძალადობის ერთი შემთხვევა იყო.
„ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილწსიტყვაობდეს ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა არის დასაგმობი, ეს ერთი და მეორე, ამაზე მინდა გიპასუხოთ, გუშინ დაკავებულ იქნა შესაბამისი პირი, რომელმაც ქალზე იძალადა. ვინც ქალზე იძალადა, ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქალზე იყო ფიზიკური შეხება და ეს ადამიანი არის დაკავებული“, - თქვა კობახიძემ.
საარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ, მელიქიშვილის გამზირზე სამჯერ მოხდა დაპირისპირება. „ოცნების“ მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს არაეართხელ დაუპირისპირდნენ - გაუსწორდნენ ქალებს, ჟურნალისტებს და დემონსტრანტებს.
მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციამ 3 პირი დააკავეს - შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულთაგან ორმა აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადა, ერთმა კი „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.
ნანახია: 382
მსგავსი სიახლეები
                    თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
                    "ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა
                    ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
                    შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა
                    საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
clickss