2025-05-17

21:03

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა

პოლიტიკა
16-05-2025 18:08

ინდონეზიას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ანტინარკოტიკული კანონი აქვს და ნარკოტიკებით ვაჭრობა სიკვდილით ისჯება. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" იტყობინება.

ინდონეზიის საზღვაო ფლოტის განცხადეით, მათ ამ კვირაში სუმატრასთან ახლოს დააკავეს გემი, რომელსაც თითქმის 426 მილიონი დოლარის ღირებულების დაახლოებით ორი ტონა მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა და ასევე დააკავეს გემზე მყოფი ტაილანდის ერთი და მიანმარის ოთხი მოქალაქე.

საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების გამორთვით და სიჩქარის გაზრდით ინდონეზიის წყლებიდან გაქცეულიყო რიაუს კუნძულების პროვინციის ტანჯუნგ ბალაი კარიმუნის რეგიონში.

საზღვაო ფლოტის სპიკერმა განაცხადა, რომ ამოღებულია დაახლოებით 100 ყვითელი და თეთრი ტომარა, რომელიც შეიცავს დაახლოებით 1,2 ტონა კოკაინს და 705 კილოგრამ მეტამფეტამინს და ამ ნარკოტიკების ღირებულება 7 ტრილიონი რუპიაა (425,92 მილიონი დოლარი).

აღინიშნა, რომ ტაილანდის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტანჯუნგ ბალაი კარიმუნში, საზღვაო ფლოტის ბაზაზე გადაიყვანეს. ეკიპაჟის წევრების წარმოშობის შესახებ ინფორმაცია მათი ეროვნების გარდა არ გავრცელებულა.

საზღვაო ფლოტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფაუზიმ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმის შესახებ, თუ საიდან მოდიოდა ნარკოტიკები და სად მიემართებოდა გემი. აღინიშნა, რომ ეს ოპერაცია ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი ნარკორეიდია.

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფებმა, კანონმდებლობის სუსტი აღსრულებით ისარგებლეს და ნარკოტიკების კონტრაბანდის გზით რეკორდული რაოდენობით, 190 ტონა მეტამფეტამინი ამოიღეს. აღინიშნა, რომ ეს კონტრაბანდა ძირითადად ტაილანდის ყურის გავლით ხორციელდებოდა.

ოქროს სამკუთხედის სახელით ცნობილი რეგიონი, სადაც მიანმარის ჩრდილო-აღმოსავლეთი ტაილანდსა და ლაოსს ესაზღვრება, ნარკოტიკების წარმოების ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამ რეგიონში წარმოებული ნარკოტიკები, როგორც წესი, აზიის კრიმინალური კარტელების მიერ ნაწილდება იაპონიასა და ახალ ზელანდიაშიც კი.

გაეროს ნარკოტიკების სააგენტოს მიერ 2023 წელს გამოქვეყნებული გლობალური კოკაინის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს კუნძულ იავაზე, მერაკის პორტის მახლობლად მდებარე წყლებში 179 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. იმ პერიოდში ეს ქვეყანაში კოკაინის ყველაზე დიდ ამოღებად ითვლებოდა.

მსგავსი სიახლეები

2025-05-16 18:08
პოლიტიკა

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა

საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების

2025-05-16 16:50
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწი

მთავრობის მეთაური EPC-ს რიგით მე-6 კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრო, რომლის შემდეგ კონფერენციის

2025-05-16 15:26
სპორტი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ

ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ

2025-05-16 13:29
პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი - თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა საინტერესო ფორმატია, ვა

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნული განცხადება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა

2025-05-16 12:38
სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში იასპარეზებს

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2024 წელს გერმანიაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები