ნიკოლ ფაშინიანი - თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა საინტერესო ფორმატია, ვაფასებ საქართველოს პრემიერის ძალისხმევას, რომ ამ ფორმატმა წარმატებას მიაღწიოს

თბილისში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა ძალიან საინტერესო ფორმატია. იმედი მაქვს, ეს ფორმატი უფრო მასშტაბურ ფორმატად განვითარდება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნული განცხადება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრის კომენტირებისას გააკეთა.
„ცოტა ხნის წინ თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა გაიმართა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან საინტერესო ფორმატი. იმედი მაქვს, ეს ფორმატი განვითარდება უფრო მასშტაბურ და სრულყოფილ ფორმატად. ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალისხმევას, რომ ამ ფორმატმა წარმატებას მიაღწიოს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეთა შეხვედრა თბილისში 17 აპრილს გაიმართა.
ნანახია: 1239
მსგავსი სიახლეები

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ
გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში
იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ
clickss