2025-11-04

04:12

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და სამოქმედო გეგმის თაობაზე ისაუბრა

პოლიტიკა
14-05-2025 17:12

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და სამოქმედო გეგმის თაობაზე ისაუბრა.


პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ განვლილი ოთხი წელი აღსავსე იყო წინააღმდეგობებით, უცხო გავლენებითა და შიდა საქმეებში ჩარევით, დესტრუქციული ჯგუფების მიერ სახელმწიფოს საფუძვლების რყევით, თუმცა, სწორედ ამ რთულ დროს გამოჩნდა ქართველი ხალხის ერთგულება, სიბრძნე და ნდობა.


შალვა პაპუაშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა შიდაპოლიტიკურ და ქვეყნის გარეთ არსებულ ვითარებაზე.


როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მეათე მოწვევის პარლამენტი იქცა შემობრუნების წერტილად.


„დღეს ჩვენ ვაგრძელებთ დაწყებულ საქმეს და ქვეყნის ინტერესების შემდგომ მსახურებას. ქვეყნის გამთლიანება და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა არის ჩვენი ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ყველა სხვა მიზანი, განზრახვა და მისწრაფება ამ ორი საზომით გაიზომება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოში ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კონსტიტუციური ორგანოების, მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკების, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1261

მსგავსი სიახლეები

2025-10-21 10:15
პოლიტიკა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

2025-10-20 14:52
პოლიტიკა

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

2025-10-20 10:08
პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

2025-10-16 10:47
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

2025-10-14 10:32
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები