2025-05-17

16:47

საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის შეთანხმება გაფორმდა

ეკონომიკა
05-05-2025 18:12
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიურ შეხვედრაზე საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა „ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის, დაახლოებით, 98 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას. სასესხო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, ლესლი ბერმან ლამმა. პროექტი ითვალისწინებს კლიმატმედეგი ენერგიის შემნახველი სისტემის (BESS) მოწყობას ქსნის ქვესადგურის ტერიტორიაზე, ასევე, შეისწავლის მწვანე წყალბადის განვითარების შესაძლებლობებს, BESS-ის ოპერაციების პრაქტიკულ სწავლებასა და ტექნიკური ცოდნის გაზიარებას სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ (GSE). პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, მოქნილობისა და უსაფრთხოების ამაღლებას. ამასთანავე, ელექტროენერგიის ხარისხის გაუმჯობესებას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში, ასევე, ზოგადად, საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაში.

მსგავსი სიახლეები

2025-05-06 15:59
ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი: მრავალი ათეული წლის განმავლობაში საქართველოსა და სომხეთს შორის მეგო

ლევან დავითაშვილმა საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების რამდენიმე მნიშვნელოვან

2025-05-05 18:12
ეკონომიკა

საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის შეთ

სასესხო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის

2025-05-02 15:47
ეკონომიკა

დიდიე ტღებიუკი - საქართველოს მთავრობასთან გაფორმდება თანამშრომლობის ჩარჩო, რომელიც იქნება მნიშვნელოვ

დღევანდელი შეხვედრის მიზანია, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილოთ მთავარი

2025-04-22 11:48
ეკონომიკა

საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციამ ორ მნიშვნელოვან მემორანდუმს მოაწერა ხელი

ასოციაციამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ მზადაა თითოეულ დაინტერესებულ კომპანიასთან იმუშაოს ინდივიდუალურად

2025-04-17 11:13
ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი EBRD-ის დირექტორს ტამაშ ვოჟნიტს შეხვდ

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები