2025-05-21

05:34

კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის კოლექციისთვის XVIII საუკუნის უნიკალური ქართული ხელნაწერი „იამბიკონი და იკოსნი წმიდისა ღმრთისმშობლისანი“ შეიძინა

კულტურა
05-05-2025 14:28
საქართველოს კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის კოლექციისთვის XVIII საუკუნის უნიკალური ქართული ხელნაწერი „იამბიკონი და იკოსნი წმიდისა ღმრთისმშობლისანი“ შეიძინა. ხელოვნების სასახლის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდში განთავსებული ხელნაწერის პრეზენტაციას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
„ეს ხელნაწერი ადასტურებს ქართული ხელოვნების და კულტურის უნიკალურობას და უდიდეს მნიშვნელობას. ყველაფერს გავაკეთებთ შემდგომშიც, რომ ჩვენი უნიკალური კულტურა იყოს შესაბამისად დაცული და მოვლილი“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
იამბიკო ძველ ქართულ ჰიმნოგრაფიაში X საუკუნიდანაა ცნობილი. ის იოანე მტბევარის, იოანე მინჩხის, მიქაელ მოდრეკილის, ეზრასა და სხვათა შემოქმედებაში გვხვდება. ქართული იამბიკოს შესანიშნავი ნიმუშია მეფე დემეტრეს (1125-1159) ცნობილი საგალობლის („შენ ხარ ვენახი“) ბოლო ხუთტაეპიანი სტროფი.
ხელნაწერის პირველ გვერდზე მინაწერში აღნიშნულია, რომ იგი ქართველი ისტორიკოსის, მწერლის, მსაჯულის და დიპლომატის, გენერალ-მაიორ ნიკო დადიანის კუთვნილებაა. იამბიკონის ბოლო გვერდი ისტორიული შინაარსის მინაწერებს ეკუთვნის, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული გაბრიელ ქიქოძის მოხსენიება.
ხელნაწერის ისტორიულ მნიშვნელობასთან ერთად დიდია მისი მხატვრული ღირებულება, იამბიკონის თითქმის ყველა გვერდი სინგურით შესრულებული საზედაო ასოებითაა გაფორმებული, რაც წიგნს ქართული კალიგრაფიული ხელოვნების განსაკუთრებულ ძეგლად წარმოაჩენს.

მსგავსი სიახლეები

2025-05-16 10:06
კულტურა

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

2025-05-15 12:17
კულტურა

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

2025-05-14 17:01
კულტურა

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის

2025-05-13 15:22
კულტურა

დღეს ევროვიზია 2025-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება!

წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში იმართება. პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად

2025-05-09 16:19
კულტურა

Made in Italy - სავაჭრო ნიშანი, რომელიც სილამაზეს, ხარისხს, ტრადიციებსა და ინოვაციებს აერთიანებს

იტალიის საელჩოს მიერ კომპანია RMG-ს მხარდაჭერით ორგანიზებული წლევანდელი ღონისძიება 8 მაისს გაიმართა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები