საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩინეთის ტაიპეი - 3:1 დაამარცხა და პირველ ადგილი თითქმის გაინაღდა

ჩინეთის ტაიპეის ყინულის ჰოკეისტთა გუნდი, რომ რთული მეტოქე იქნებოდა ახალ ზელანდიასთან (1:3) და ისლანდიასთან (1:2) დაფიქსირებულმა შედეგებმაც კარგად აჩვენა, ორივე გუნდს დიდი ბრძოლა გაუმართა და თითქმის თანაბარ მატჩებში დამარცხდა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გაითვალისწინა წინა შეხვედრაში ბულგრეთთან დაშვებული შეცდომები, თავიდან მიღებული 0:3 ჩამორჩენა და მეტოქეს პირველივე წუთებიდანვე თავბრუდამხვევი შტურმი შეთავაზა (კარში დარტყმები პირველ პერიოდში 20:4) და თხუთმეწუთეულში უმრავლესობაში გატანილ ორ გოლში გარდასახა, მაგრამ პერიოდის ბოლოს უმცირესობაში დარჩენილმა ერთი გოლი საკუთარ კარში მიიღო.
მეორე პერიოდში კარში დარტყმები შედარებით თანაბარი (9:8 ტაიპეის სასარგებლოდ), იყო მაგრამ ჩვენმა მეტოქემ აშკარად მოუმატა თავდასხმაში, ქართველებმა კი აქცენტი უფრო დაცვაზე გააკეთეს, ტაიპეელმ აჰოკეისტებმა კი ზედიზედ სამი უმრავლესობის გამოყენება ვერ შეძლეს და პერიოდიც უგოლოდ დასრულდა.
მესამე პერიოდში ჩვენმა მეტოქემ ბრძოლა გააგრძელა, მაგრამ უფრო სახიფათო შეტევაში (კარში დარტყმები 16:9) ჩვები ნაკრები იყო, მათ პირველივ უმრავლესობა პერიოდში გოლად აქციეს და ამ მატჩში საბოლოო გამარჯვებულის ვინაობაც ნათელი გახადეს. საქართველოს ბოლო შეხვედრა ხვალ დარჩა გასამართი აშკარა აუტსაიდერ ტაილანდის ნაკრებთან და ჩემპიონობასაც ოფიციალურად გაიფორმებს.
ყინულის ჰოკეი. მსოფლიო ჩემპიონატი. მეორე დივიზიონი. "ბ" ჯგუფი. სატურნირო მდგომარეობა ოთხი ტურის შემდეგ: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა ოვერტაიმში და მიიღო 2 ქულა (ნაცვლად 3 ქულისა) და მეტოქემ მიიღო 1 ქულა.
საქართევლოს ნაკრებს საჩემპიონოდ სჭირდება 1 ქულა და ბოლო ტურში 3 მაისს ტაილანდს შეხვდება.
ნანახია: 534
მსგავსი სიახლეები

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში
იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან
clickss