2025-05-17

18:18

დიდიე ტღებიუკი - საქართველოს მთავრობასთან გაფორმდება თანამშრომლობის ჩარჩო, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი დოკუმენტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში

ეკონომიკა
02-05-2025 15:47

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან განვიხილავთ მთავარ პრიორიტეტულ სფეროებს და საკითხებს, რაც დაგვჭირდება სამომავლო თანამშრომლობისთვის შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს ახალმა მუდმივმა კოორდინატორმა, დიდიე ტღებიუკმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო ხუთი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანია, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილოთ მთავარი პრიორიტეტული სფეროები და საკითხები, რაც ჩვენ დაგვჭირდება სამომავლო თანამშრომლობისთვის შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში. ვთანხმდებით თანამშრომლობის ჩარჩოზე და შემდეგი ხუთი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება და სწორედ ამიტომ ვანიჭებთ ამ თანამშრომლობასა და განხილვას დიდ მნიშვნელობას. შეხვედრის შედეგად გამოიკვეთება ძირითადი პრიორიტეტები, რომლებსაც საქართველოს მთავრობასთან შევათანხმებთ, მოგვიანებით კი იქნება განხილვები დაინტერესებულ მხარეებთან, როგორებიცაა აკადემიური წრეები, ახალგაზრდები, სამოქალაქო საზოგადოება, სხვა პარტნიორები და განვითარების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები. საბოლოო ჯამში, გაფორმდება თანამშრომლობის ჩარჩო და ეს იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, რათა ამ ყველაფერმა დადებითი შედეგები მოუტანოს საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა დიდიე ტღებიუკმა.

მსგავსი სიახლეები

2025-05-06 15:59
ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი: მრავალი ათეული წლის განმავლობაში საქართველოსა და სომხეთს შორის მეგო

ლევან დავითაშვილმა საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების რამდენიმე მნიშვნელოვან

2025-05-05 18:12
ეკონომიკა

საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის შეთ

სასესხო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის

2025-05-02 15:47
ეკონომიკა

დიდიე ტღებიუკი - საქართველოს მთავრობასთან გაფორმდება თანამშრომლობის ჩარჩო, რომელიც იქნება მნიშვნელოვ

დღევანდელი შეხვედრის მიზანია, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილოთ მთავარი

2025-04-22 11:48
ეკონომიკა

საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციამ ორ მნიშვნელოვან მემორანდუმს მოაწერა ხელი

ასოციაციამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ მზადაა თითოეულ დაინტერესებულ კომპანიასთან იმუშაოს ინდივიდუალურად

2025-04-17 11:13
ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი EBRD-ის დირექტორს ტამაშ ვოჟნიტს შეხვდ

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები