გერმანიაში SPD-მ ქრისტიან-დემოკრატებთან კოალიციური შეთანხმება დაამტკიცა
პარტიის შიდა კენჭისყრაზე წევრების 84,6%-მა კონსერვატიულ CDU/CSU-ს ალიანსთან კოალიციური შეთანხმების დამტკიცებით ფრიდრიხ მერცის კანცლერობისთვის გზა გაუხსნა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) წევრებმა კონსერვატიულ ქრისტიან-დემოკრატებთან (CDU/CSU) კოალიციური შეთანხმება ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცეს, რითაც ახალი მთავრობის ფორმირებას გაუხსნეს გზა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ARD-ის მიერ ოთხშაბათს პარტიულ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, SPD-ს წევრების 84,6%-მა წუხელ დასრულებულ ონლაინ კენჭისყრაში კოალიციური შეთანხმების სასარგებლოდ მისცა ხმა.
კენჭისყრაში მონაწილეობის მაჩვენებელმა 56% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება აუცილებელ 20%-იან მინიმალურ ზღვარს, და ამან შედეგი პარტიის ხელმძღვანელობისთვის სავალდებულო გახადა.
SPD-ს გენერალური მდივანი მათიას მირში დღეს მოგვიანებით პრესკონფერენციას გამართავს და ოფიციალურ შედეგებს გამოაცხადებს.
კანცლერობის კანდიდატის, ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) ბერლინში გამართულ პარტიის სპეციალურ კონფერენციაზე კოალიციური შეთანხმება დაამტკიცა.
CDU-ს ბავარიულმა მოკავშირე პარტიამ, ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა (CSU), ასევე ამ თვის დასაწყისში დაამტკიცა შეთანხმება.
SPD-ს მიერ დამტკიცების შემდეგ, იგეგმება, რომ პარტიის ლიდერები მომავალ ორშაბათს ბერლინში კოალიციურ შეთანხმებას ხელს მოაწერენ.
პარლამენტი შემდეგ 6 მაისს შეიკრიბება, რათა ოლაფ შოლცის ნაცვლად ფრიდრიხ მერცი აირჩიოს კანცლერად.
ქრისტიან-დემოკრატებმა (CDU/CSU) თებერვალში გამართულ ვადამდელ არჩევნებში ხმების 28.5% მიიღეს, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვეს.
სოციალ-დემოკრატები, მიუხედავად იმისა, რომ მათ 16,4%-ით ისტორიულად ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენეს, მნიშვნელოვან კოალიციურ პარტნიორად იქცნენ.
პარტიები ერთად პარლამენტში 328 მანდატს გააკონტროლებენ და სამთავრობო უმრავლესობისთვის საჭირო 316 მანდატის ზღვარს ადვილად გადალახავენ.
ნანახია: 520
მსგავსი სიახლეები
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
clickss