2025-05-09

22:43

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გაიხსნა, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდება და 1000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს

განათლება
28-04-2025 14:08
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გახსნეს, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდება და 1000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.
მინისტრებმა ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ახალგაზრდებში სოციალური, პიროვნული, კომუნიკაციური და სხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით თემატური ბანაკების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
გახსნის ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი დგებუაძემ, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, გვანცა ვარამაშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ბააკაშვილმა.
ღონისძიების დასასრულს დისკუსია გაიმართა და ახალგაზრდებმა მინისტრებს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.
თემატური ბანაკის პროგრამა ოთხი დღისგან შედგება და მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ მათთვის საინტერესო მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ აქტივობებში.
ამასთან, ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ტარდება ტრენინგები სხვადასხვა თემაზე – გლობალიზაცია და საერთაშორისო დღის წესრიგი, მედიაცია და კონფლიქტების მართვა, ახალგაზრდული შესაძლებლობები და პროექტების დაგეგმვა, თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვა. თემები ირჩევა ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით.
2025 წელს თემატური ბანაკი ორ ლოკაციაზე - ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქსა და ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს.
თემატური ბანაკის მიზანია არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა. ასევე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის, სოციალური პასუხისმგებლობების წახალისება და ცნობიერების ამაღლება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პატრიოტული ღირებულებების გაღვივების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ თემატური ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით 2024 წლიდან ტარდება.

მსგავსი სიახლეები

2025-04-30 10:14
განათლება

კომპანია „ბეკო“-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 29 აპრილს, თურქოლოგიის მიმართულებისა და თბილისის

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" წევრ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო

2025-04-29 12:17
განათლება

პროექტ PRODIGE-ის ძირითადი მიზნებია: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრ

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ PRODIGE

2025-04-28 14:08
განათლება

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გაიხსნა, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდებ

ღონისძიების დასასრულს დისკუსია გაიმართა და ახალგაზრდებმა მინისტრებს მათთვის საინტერესო საკითხებთან

2025-04-24 11:06
განათლება

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ თბილისის მარიფის სკოლაში გამართულ 23 აპრილის ეროვნული სუვერე

ბავშვების თვალებში აკიაფებულმა სიხარულმა და ღიმილმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა ამ

2025-04-18 15:47
განათლება

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები