ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025-ის საორგანიზაციო პროცესში ტურიზმის ფაკულტეტის 40-მდე სტუდენტია ჩართული.

2025 წლის 23 აპრილს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები, ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი თავდგირიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ.
სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მერიის საქმიანობის შესახებ.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ კითხვები ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და აქტუალურ საკითხებზე.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025-ის საორგანიზაციო პროცესში ტურიზმის ფაკულტეტის 40-მდე სტუდენტია ჩართული.
EBIT 2025 მიმდინარე წლის 9-11 მაისს გაიმართება.
Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ, მადლობა გადაუხადა ბატონ არჩილს და ბატონ ირაკლის მასპინძლობისთვის.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEIK) დაარსდა 1985 წელს. იგი არეგულირებს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვას, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას.
ნანახია: 357
მსგავსი სიახლეები

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება
მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის

დღეს ევროვიზია 2025-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება!
წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში იმართება. პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად

Made in Italy - სავაჭრო ნიშანი, რომელიც სილამაზეს, ხარისხს, ტრადიციებსა და ინოვაციებს აერთიანებს
იტალიის საელჩოს მიერ კომპანია RMG-ს მხარდაჭერით ორგანიზებული წლევანდელი ღონისძიება 8 მაისს გაიმართა
clickss