განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ მოსწავლეებს მრავალფეროვანი არჩევანი და, ქართული ენის ცოდნის გაძლიერების პარალელურად, ხელი შევუწყოთ მოზარდებში, სულ მცირე, ორ უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარის განვითარებას, – ამის შესახებ განათლების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სკოლებში ჩინური ენის სწავლებას ეხება.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს ასარჩევად შესთავაზოს, სულ მცირე, ორი უცხო ენა.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაცნობებთ, რომ, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, პირველი უცხოური ენა, რომელიც სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის და ისწავლება პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, არის ინგლისური ენა. მეორე უცხო ენის სწავლება იწყება მე-5 კლასიდან და ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც მოსწავლე/მშობელი საკუთარი სურვილით აირჩევს. სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს ასარჩევად შესთავაზოს, სულ მცირე, ორი უცხო ენა. დღესდღეობით სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ ფრანგული, გერმანული, იტალიური, თურქული და სხვა ენები. ნებისმიერი ენის დასწავლის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია, მოემზადოს შესაბამისად – დაამტკიცოს პროგრამები, შეიმუშაოს სახელმძღვანელოები, გადაამზადოს მასწავლებლები და უზრუნველყოს სასწავლო პროცესის სტანდარტის შესაბამისად წარმართვა.
ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით, დაიწყება მუშაობა შესაბამისი სტანდარტის შექმნაზე. ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ მოსწავლეებს მრავალფეროვანი არჩევანი და, ქართული ენის ცოდნის გაძლიერების პარალელურად, ხელი შევუწყოთ მოზარდებში, სულ მცირე, ორ უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარის განვითარებას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ნანახია: 541
მსგავსი სიახლეები

კომპანია „ბეკო“-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 29 აპრილს, თურქოლოგიის მიმართულებისა და თბილისის
საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" წევრ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო

პროექტ PRODIGE-ის ძირითადი მიზნებია: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრ
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ PRODIGE

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გაიხსნა, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდებ
ღონისძიების დასასრულს დისკუსია გაიმართა და ახალგაზრდებმა მინისტრებს მათთვის საინტერესო საკითხებთან

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ თბილისის მარიფის სკოლაში გამართულ 23 აპრილის ეროვნული სუვერე
ბავშვების თვალებში აკიაფებულმა სიხარულმა და ღიმილმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა ამ

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე
clickss