2025-11-04

04:04

ერთობლივი პრეს-რელიზი - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამმხრივი შეხვედრა

პოლიტიკა
17-04-2025 19:25

2025 წლის 17 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის,  სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის ინიციატივით, თბილისში გაიმართა საქართველოს, სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამმხრივი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე.

შეხვედრის დასაწყისში, მონაწილეები - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა დარსალია, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ვაჰან კოსტანიანი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ელნურ მამმადოვი - მიესალმნენ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის წარმომადგენელთა პირველ სამმხრივ შეხვედრას და აღნიშნეს, რომ სამ ქვეყანას გააჩნია თანამშრომლობის ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი, რომელიც უნდა დაეფუძნოს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას.

შეხვედრა ორიენტირებული იყო საერთო ინტერესის სფეროებში სამმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე, რომლის მიზანს წარმოადგენს რეგიონში მდგრადი ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობის ხელშეწყობა. გარდა ამისა, აღნიშნულ სფეროებში თანამშრომლობა  ხელს შეუწყობს საერთო გამოწვევების დაძლევას და საბოლოო ჯამში, თავის წვლილს შეიტანს სამხრეთ კავკასიის რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობისა და სწრაფი განვითარების უზრუნველყოფაში. შეხვედრა ემსახურებოდა  აზრთა ღია გაზიარებისა და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე ხედვების წარმოდგენას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დადებითად შეაფასეს შეხვედრის პოზიტიური და კონსტრუქციული გარემო, რომელიც განიხილება როგორც საწყისი ეტაპი ნდობის განმტკიცებისათვის და დიალოგის უფრო მაღალ დონეზე წარმართვისათვის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პრეს-რელიზი


მსგავსი სიახლეები

2025-10-21 10:15
პოლიტიკა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

2025-10-20 14:52
პოლიტიკა

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

2025-10-20 10:08
პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

2025-10-16 10:47
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

2025-10-14 10:32
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები