თბილისში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა იმართება
            თბილისში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების შეხვედრა იმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი.
უწყების ცნობით, შეხვედრა გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რის შემდეგაც დახურულ ფორმატში გრძელდება სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე.
„შეხვედრას უძღვებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ელნურ მამმადოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი. შეხვედრის ძირითადი მიზანია სამი ქვეყნის ხედვისა და მოსაზრებების გაზიარება იმ შესაძლო მიმართულებებზე, რაც საფუძველს დაუდებს სამმხრივი თანამშრომლობის პროცესს. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს საერთო ინტერესების გაცვლას, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო პრაქტიკული სამმხრივი თანამშრომლობის განვითარებას, რაც, საბოლოო ჯამში, მიმართული იქნება რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისკენ. დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე უკვე არსებულ ფორმატს, არამედ წარმოადგენს სამი მეზობელი ქვეყნის დამატებით ძალისხმევას კონსტრუქციული და ურთერთსასარგებლო თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ნანახია: 777
მსგავსი სიახლეები
                    თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
                    "ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა
                    ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
                    შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა
                    საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
clickss