2025-08-27

00:12

კახა ოქრიაშვილი: იმედია, "ოცნების" ქაოტური, 180 გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!

საზოგადოება
15-04-2025 13:07

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო“ უცვლელად გთავაზობთ: "გუშინ „ოცნების“ მორიგი და უკვე მერამდენე 180-გრადუსიანი შემოტრიალება ვიხილეთ. მათ ამჯერად, პარტიების აკრძალვა გადაიფიქრეს, არადა, გუშინდელ დღემდე „ოცნების“ მთელი გუნდი თვლიდა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა უნდა აეკრძალათ.  

ასე იყო წარსულშიც - დე ფაქტო ხელისუფლება თვლიდა, რომ ევროკავშირის წევრი უნდა გავმხდარიყავით, მაგრამ მერე 180 გრადუსით შემოტრიალდნენ, მათ შორის, გეოგრაფიულადაც და ხელი მოაწერეს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან. ვისურვებდი, კარგი ურთიერთობა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან, ჩინეთთან, თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან, ოკუპაციის დასრულების შემდეგ. მაგრამ ამასთანავე, ერთია გქონდეს კარგი ურთიერთობები და მეორეა, იყო სტრატეგიული პარტნიორი. შეუძლებელია, ურთიერთგამომრიცხავი სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პოლუსებთან და გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებთან. მარტივად რომ ავხსნათ, ერთდროულად ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის, ან ჩინეთის და რუსეთის სტრატეგიული პარტნიორები ვერ ვიქნებით.

ის, რაც დე ფაქტო ხელისუფლებას სჭირს, 180 გრადუსიანი ტრიალით რომ დაჰყავს სახელმწიფო მანქანა, იმედი მაქვს, სადმე უფსკრულში არ გადაგვჩეხავს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ხალხს, ერს სახელმწიფოებრივი თვითორგანიზების დიდი დეფიციტი გვაქვს. ანუ ვერ ვქმნით მმართველობის ისეთ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ხალხის უწყვეტ და  სამართლიან განვითარებას. ეს არის უნარი, შექმნა საკუთარი მართვის მოდელი იმგვარად, რომ არ იმართებოდე გარედან. სუვერენიტეტს კარგავ მაშინ, როცა როგორც ერს, არ გაგაჩნია თვითორგანიზების უნარი. 

ის, რომ უსამართლობის წინააღმდეგ რუსთაველზე ამდენი თვეა პროტესტი გრძელდება, ნიშნავს შემდეგს: საზოგადოება საკმარისად მომწიფებულია, რათა მონაწილეობა მიიღო უწყვეტი და სამართლიანი განვითარების მმართველობითი მოდელის შექმნაში. მეორე მხრივ კი ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ საპირისპიროს - უმწიფრობას და გადაწყვეტილებების 180 გრადუსიან ქაოტურ ცვლილებს ყოველდღე, ყველა მიმართულებით, მორგებულს არა სახელმწიფო, არამედ პირად და პარტიულ ინტერესებზე.

დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი დასრულდება ჩვენი ხალხისთვის თვითორგანიზების უნარის შეძენით, რაც მთავარი ქვაკუთხედია ნებისმირ ერის განვითარებაში!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1406

მსგავსი სიახლეები

2025-08-18 13:01
საზოგადოება

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2025-08-15 12:46
საზოგადოება

ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

ექვსი არასამთავრო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

2025-08-15 11:55
საზოგადოება

თედო აბრამოვი: ბევრი ადამიანია უდანაშაულოდ გამოკეტილი, ეს უნდა გამოვასწოროთ

თედო აბრამოვი: ბევრი ადამიანია უდანაშაულოდ გამოკეტილი, ეს უნდა გამოვასწოროთ

2025-08-14 14:25
საზოგადოება

Wizz Air ქუთაისიდან ვენეციის მიმართულებით დაიწყებს ფრენებს

Wizz Air ქუთაისიდან ვენეციის მიმართულებით დაიწყებს ფრენებს

2025-08-14 11:36
საზოგადოება

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები