2025-11-10

13:30

პროექტს თავად სძენ მუხტს იყოს საინტერესო, გახადო მიმზდველი საზოგადოებისთვის და ის გრძელვადიან პროექტად აქციო

საზოგადოება
10-04-2025 17:34

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, მაია ტაკაშვილი 2024 წელს აფასებს. 

რა იყო თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი 2024 წელს, რომელმაც დადებითი გავლენა იქონია საზოგადოებაზე, ქვეყანაზე და პირადად თქვენზე?

ძალიან მიყვარს ის პროექტები, რომლებშიც ჩართული ვარ… ყველა პროექტში ჩემს წილ პასუხისმგებლობასვგრძნობ, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე პაციენტებს ეხებათ. ასეთი იყო გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების მხარდამჭერი კამპანია „ერთად ერთმანეთისთვის“და ძუძუს კიბოს მქონე პაციენტთა მხარდამჭერი კამპანია „სრულფასოვანი მკურნალობა – უწყვეტი ზრუნვა“ . მივაღწევთ შედეგსამჯერად,  ქვეყნის მასშტაბით. პროექტის ფარგლებში გავიცანი მისაბაძი და ძლიერი ადამიანები.

2024 წელი იყო საინტერესო, წარმატებული, სიახლეეებით სავსე წელი, რომელმაც 2025 წელს შეგვახვედრა.

ასევე, პირადად ჩემთვის საინტერესო და სენსიტიურიც კი იყო „მაკდონალდს საქართველოს“ პროექტი „მოგონებების კოლექცია“. ბავშვობისდროინდელ ჰეფი მილის სათამაშოებს განსაკუთრებული მაგია ახლავს თან. შეუძლია, დროში გამოგზაუროს და გაგახსენოს, რას გრძნობდი იმ დღეს, როცა ეს სათამაშო მიიღე. მართალია, ბავშვობაში არა მაგრამ, „ერთ ბედნიერ დროს“ მამოგზაურა.

როგორ შეაფასებდით თქვენს როლს ჯეპრას წარმატებაში – რა გზით შეძელით გუნდისა და კლიენტების წინსვლაში მონაწილეობა

თითქმის 20 წელი ჯეპრაში ვარ… ამ ხნის განმავლობაში იმდენი რამ შეიცვალა. გავიზარდეთ, განვითარდით, დავიხვეწეთ… საკმაოდ ამბიციური განაცხადია, თუმცა მიმაჩნია რომ, თუ ჯეპრას ერთ-ერთი ძლიერი მხარე მედიასთან ურთიერთობაა, მასში მცირეოდენი წვლილი მეც მიმიძღვის. ამიტომ წელს, მოგვიწევს კიდევ უფრო დავუახლოვდეთ და კიდევ უფრო „დავუმეგობრდეთ“ მეოთხე ხელისუფლებას – მედიას. კომუნიკაცია, კომუნიკაცია და მუდმივი კომუნიკაცია.

რა არის ის ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის განხორციელებითაც გსურთ კომპანიისა და საზოგადოების წინსვლაში წვლილის შეტანა 2025 წელს?

ვფიქრობ, არცერთ პროექტზე არ უნდა ვთქვათ უარი. დიდი და პატარა, საინტერესო და ნაკლებად საინტერესო პროექტი არ არსებობს. პროექტს თავად სძენ მუხტს იყოს საინტერესო, გახადო მიმზდველი საზოგადოებისთვის და ის გრძელვადიან პროექტად აქციო. რამდენად შევძელი წლის დასაწყისში არსებული გეგმების განხორციელება, ვერ გეტყვით, თუმცა მიმაჩნია, რომ  ჩვენი სფერო  ცოცხალი ორგანიზმია. შესრულებული და დასრულებული გეგმები არ არსებობს. მუდამ ვითარდება, იცვლება, იზრდება და ეს მუდმივი პროცესია.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1210

მსგავსი სიახლეები

2025-11-01 09:00
საზოგადოება

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს

2025-10-22 13:27
საზოგადოება

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

2025-10-21 16:46
საზოგადოება

„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

2025-10-13 10:31
საზოგადოება

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

2025-10-06 12:51
საზოგადოება

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები