თბილისში მშვიდობის, ნდობის საერთაშორისო წლისა და თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ბრიფინგი გაიმართა
2025 წლის 10 აპრილს, საქართველოში თურქმენეთის საელჩოში გაიმართა ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი, რომელიც მიეძღვნა მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს, ასევე თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავს.
ბრიფინგს ესწრებოდნენ პირველი არხის, „ობიექტივის“, საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის "Грузия Online", ბიზნეს გამოცემა „The Georgian Business Week“-ის და მედიაჰოლდინგ „Europe 24“б GeorgiaPress-ის ჟურნალისტები. საინფორმაციო სააგენტო „News Day Georgia“, ონლაინ გამოცემა „Geoecohub“, გაზეთები „Resonance“, „Multinational Georgia“, „Free Georgia“, „Comsomolskaya Pravda“, ასევე ქართული ანალიტიკური ცენტრის „Geocase“-ის წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოებასთან საუბრისას, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დ. სეითმამედოვმა აღნიშნა, რომ თურქმენეთის კონსტრუქციული საგარეო პოლიტიკა და პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის მიერ წამოყენებული შემოქმედებითი ინიციატივები მსოფლიო ასპარეზზე ფართო მხარდაჭერას იძენს. ამას ადასტურებს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2024 წლის 21 მარტს მიღებული რეზოლუცია „2025 წელი - მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელი“ და 2025 წლის 21 მარტს მიღებული რეზოლუცია „თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტი“.
ელჩმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ ნეიტრალურ თურქმენეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს პლანეტაზე მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში, ურთიერთგაგების, მეგობრული და ნდობის ურთიერთობების განმტკიცებაში, სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. ბრიფინგის დროს ასევე განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ი. კობახიძის თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის შედეგები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს თურქმენეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში.
ელჩმა ასევე მიაწოდა ინფორმაცია მედიას თურქმენეთსა და მის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ეძღვნება „მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს“, ასევე თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავს. ბრიფინგის დასასრულს მონაწილეებს ნეიტრალიტეტისადმი მიძღვნილი ვიდეო-ფილმი აჩვენეს.
ნანახია: 1335
მსგავსი სიახლეები
ქართველები ბარსელონაში ლიცეუს კონსერვატორიის სცენაზე ამღერდნენ
ქართველები ბარსელონაში ლიცეუს კონსერვატორიის სცენაზე ამღერდნენ
ბათუმში ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე „ბადურის ინტრავიტრეალური მკურნალობის ოპტიმიზაცი
ბათუმში ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე „ბადურის ინტრავიტრეალური მკურნალობის ოპტიმიზაცია და დიაბეტური რეტინოპათიის მართვა“
34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელე
34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელები გამოავლინა
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა
clickss