შეიგრძენით სისწრაფე, სიზუსტე და სიმძლავრე - ARCFOX ის დაპირება!

ელექტრომობილების პირველი გამოფენა საქართველოში - შეეხე მომავალს!
EV ინდუსტრიის მოყვარულებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიები აინტერესებს, უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდა. 5 აპრილს, თბილისი ელექტრომობილების პირველ მასშტაბურ გამოფენას მასპინძლობდა. გამოფენა Expo Georgia-ს მე-11 პავილიონი ერთი დღით ელექტრომობილების ეპიცენტრად იქცა.
ღონისძიებამ ერთ სივრცეში თავი მოუყარა მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლების უახლეს ელექტრომობილებს, რომელიც ქვეყნის მდგრადი, ეკოლოგიური და ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება.
გამოფენაზე მოსულ სტუმრებს უახლესი მოდელების მრავალფეროვნება და სწრაფი დამტენების სადგურები დახვდათ, რომლებიც მოწინავე ტექნოლოგიებით, დახვეწილი დიზაინითა და საოცარი სიმძლავრით გამოირჩევიან.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც მსოფლიოში ლიდერი მწარმოებელი კომპანიების ყველაზე პოპულარული პრემიუმ სეგმენტის ელექტრომობილები, ასევე მოთხოვნადი და უახლესი, საშუალო ფასის კატეგორიის მოდელები. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ჩინური მწარმოებლების ახალმა თაობამ - ARCFOX -ის მოდელებმა, რომლებიც პირველად იყო წარმოდგენილი ქართველი მომხმარებლისთვის.
შეიგრძენით სისწრაფე, სიზუსტე და სიმძლავრე - ასეთია ARCFOX ALphaT Forest-ის და ARCFOX KAOLA დაპირება და არც თუ უსაფუძვლოდ. მნიშვნელოვანია, რომ მწარმოებელი მის 6 უპირატესობაზეც მიანიშნებს, როგორიცაა 688 კმ ულტრაგრძელი დიდი დიაპაზონი, 5 ვარსკვლავიანი უსაფრთხოების სტანდარტი, ჟანგბადის პანელი, უმაღლესი ხარისხი - მაღალი დონის საწარმოო სიმძლავრე, ყველანაირ რელიეფის დაძლევ და უმაღლესი კომფორტი.
"ავტომობილი, რომელიც სურვილს გიჩენს სამყაროს ყველა წერტილი აღმოაჩინო," — ასე აფასებს ARCFOX ALphaT Forest-ისა და ARCFOX KAOLA დამფუძნებელი გივი ჩხარტიშვილი ელექტრომობილების შესაძლებლობებს. მისივე თქმით, ეს გამოფენა დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო მზადაა გახდეს მწვანე ტექნოლოგიების ისტორიის აქტიური მონაწილე და არა პასიური მაყურებელი.
„ჩვენი მიზანია დავანახოთ ქართველ მომხმარებელს, რომ ელექტრომობილობა აღარ არის შორეული მომავალი, არამედ ხელმისაწვდომი რეალობაა. გამოფენა, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანა მზადაა გლობალური მწვანე ტექნოლოგიების ტენდენციებს აუწყოს ფეხი,“ - განმარტავს ARCFOX -ისა და ARCFOX KAOLA-ს დამფუძნებელი.
Arcfox მოწინავე მაღალ ტექნოლოგიური ელექტრომობილების მწარმოებელია, რომელიც ეკუთვნის მსოფლიოში აღიარებულ BAIC კორპორაციას, რომელიც დაფუძნებულია პეკინში, ჩინეთში. ტექნოლოგიურ გიგანტ Huawei-სთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში Arcfox ავითარებს და აწარმოებს მაღალი დონის ელექტრომობილებს, მომხმარებლის გამოცდილებასა და მოწინავე ტექნოლოგიებზე ორიენტირებულს.
Arcfox-ის საწარმოო ობიექტები შექმნილია და ფუნქციონირებს კორპორაცია Magna-სთან თანამშრომლობით, რომელიც თავის მხრივ მსოფლიოში ცნობილია თავისი საავტომობილო და მიწოდების ქსელით.
გამოფენაზე ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ არა მხოლოდ ელექტრომობილებს, არამედ ელექტრომობილების მთელ ეკოსისტემას, როგორიცაა დამტენი სადგურების უახლესი მოდელები, ბატარეების ტექნოლოგიური მიღწევები, მზის პანელები და ენერგიის შენახვის სისტემები და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა დამუხტვის სისტემების მნიშვნელოვანი მიღწევებს წარმოადგენს. დაინტერესებულ პირებს გაუზიარეს ინფორმაცია ენერგოეფექტურობასა და საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებზე, დამუხტვის სიჩქარეზე. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ტესტდრაივზე გამოეცადათ ახალი ელექტრომობილები და პირადად შეეგრძნოთ მათი უპირატესობები და სიმძლავრე. ასევე დასწრებოდნენ საინფორმაციო სესიებს ელექტრომობილების მოვლისა და ექსპლუატაციის შესახებ.
ელექტრომობილების გამოფენის ორგანიზატორი იყო, Evnews.ge - საქართველოში პირველი პლატფორმა Ev ინდუსტრიასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ელექტრომობილების პოპულარიზაციასა და უფრო უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვას.
ნანახია: 588
მსგავსი სიახლეები

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა ბათუმში 9 მაისს გაიხსნება და 11 მაის
Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის

ვიდეო: BEKO-მ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი "ინდეზიტი" შეიძინა
BEKO-მ ბოლო პერიოდში რამდენიმე დიდი ბრენდი შეიძინა, მათ შორის არის ტექნიკის ბრენდი “ინდეზიტი”

გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს 11 ოქტომბერს გაიმართება!
წელს ფესტივალის შთაგონების წყარო მრავალხმიანი ქართული ღვინოა - სასმელი, რომელმაც საუკუნეების

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" წევრები „ეფეს საქართველოს“ ახლადდანიშ
თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ

დღეს, 28 აპრილს, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს სთავაზობს ქეშბექ
ქეშბექს მიიღებთ როგორც ერთი, ისე რამდენიმე გადახდის შემთხვევაში. ქეშბექის მაქსიმლური თანხა არის 30ლარი
clickss