2025-10-22

09:13

შალვა პაპუაშვილი PACE-ს სხდომაზე - როდესაც ესტონელების, ლიეტუველების, უკრაინელების და ზოგიერთი სხვა პოლიტიკური ჯგუფის ჭკუაზე დადის ამხელა ასამბლეა, სერიოზულობა დაკარგული აქვს - ყვირილი უნდათ და არა დიალოგი

პოლიტიკა
07-04-2025 14:19

როდესაც ესტონელების, ლიეტუველების, უკრაინელების და ზოგიერთი სხვა პოლიტიკური ჯგუფის ჭკუაზე დადის ამხელა ასამბლეა და ქართველ ხალხზე თავდამსხმელ რეზოლუციებს იღებს, რა თქმა უნდა, სერიოზულობა დაკარგული აქვს,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გარკვეული ევროპული პოლიტიკური ჯგუფიდან ვხედავთ, რომ „სხვისი ხელით და უკრაინელების სისხლით უნდათ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა“.

„შეგახსენებთ, 2022 წელს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც მიხეილ სააკაშვილი აღიარეს პოლიტიკურ პატიმრად. მისი გამოშვება მოგვთხოვეს. ასეთი რეზოლუციების შემდეგ რაზე უნდა ვისაუბროთ? როდესაც ესტონელების, ლიეტუველების, უკრაინელების და ზოგიერთი სხვა პოლიტიკური ჯგუფის ჭკუაზე დადის ამხელა ასამბლეა და ქართველი ხალხზე თავდამსხმელ რეზოლუციებს იღებს, რა თქმა უნდა, სერიოზულობა დაკარგული აქვს.

ესაუბრონ ერთმანეთს, რადგან არ უნდათ, რომ იყოს ინკლუზიური დიალოგი. ვხედავთ რომ მათ უნდათ ყვირილი და არა დიალოგი. ეს არის ახალი ტენდენცია, რასაც, სამწუხაროდ, გარკვეული ევროპული პოლიტიკური ჯგუფიდან ვხედავთ, განსაკუთრებით ომის აქტივისტისგან, რომელსაც სხვისი ხელით და უკრაინელების სისხლით უნდათ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასეთი ხალხის მხრიდან ჩვენი კრიტიკა გვიდასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ასეთი ხალხი რომ გვაქებდეს, მაშინ იქნებოდა ჩვენი საქმე ცუდად. ვიცით მათი ზრახვები. რაც შეეხება საკითხს, დელეგაციის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც იანვარში მიღებული იქნა ქართველი ხალხის სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუცია, სადაც თვალს ხუჭავენ, ადამიანებად არ მიიჩნევენ მილიონ 120 ათას მოქალაქეს, ადამიანებად არ გვთვლიან, საარჩევნო უფლებებს ლახავენ, მიღებული იყო გადაწყვეტილება და დატოვეს დელეგაცია. დელეგაცია არ გვყავს დაკომპლექტებული და ვერანაირი დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა - არ ცნობის საკითხი ვერ იქნება განხილული“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები

2025-10-21 10:15
პოლიტიკა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

2025-10-20 14:52
პოლიტიკა

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

2025-10-20 10:08
პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

2025-10-16 10:47
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

2025-10-14 10:32
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები