2025-10-27

20:27

ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების წევრი ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონია

სპორტი
07-04-2025 11:36
„პარი სენ-ჟერმენმა" „ანჟერი" საკუთარ მოედანზე ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ლიგა 1-ის ჩემპიონობა იზეიმა. ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს პირველი ფრანგული ტიტულია. ქართველი ფეხბურთელი იტალიის სერია A-ს გამარჯვებულიცაა - „ნაპოლიში“ თამაშის პერიოდში, 2023 წელს, 33 წლის შემდეგ, კლუბი პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი.
ქართველი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენის" რიგებს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა და ათ მატჩში მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. გარდა ამისა, ხვიჩა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც „The Best FIFA Football Awards 2023“-ზე (ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია) საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის დასახელდა. 2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფინალისტიც იყო.

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები