ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სულხან თამაზაშვილის საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ბევრი რამ გაკეთდა აჭარისთვის და ამ საქმეს სჭირდება ღირსეული გაგრძელება
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სულხან თამაზაშვილის საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. გასული წლების განმავლობაში აჭარაში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები და ამ საქმეს ღირსეული გაგრძელება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა გაწეული საქმიანობისთვის თორნიკე რიჟვაძეს მადლობა გადაუხადა.
„თორნიკე რიჟვაძე 7 წლის განმავლობაში ემსახურებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ჩვენი ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანეს მხარეს. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა აჭარისთვის გასული წლების განმავლობაში, განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები, პროგრამები იმისათვის, რომ განვითარდეს ჩვენი ქვეყნის ეს უმნიშვნელოვანესი, ულამაზესი მხარე. რა თქმა უნდა, ამ საქმეს სჭირდება ღირსეული გაგრძელება. ვფიქრობთ, წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, სულხან თამაზაშვილს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, წლების მანძილზე ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. ის არის აჭარელი, აჭარაში დაბადებული, გაზრდილი და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მას აქვს გამოცდილება, შესაბამისი უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ სათანადოდ წარმართოს თავისი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებასთან. ბევრი გამოწვევაა ჩვენ წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევებს სულხან თამაზაშვილი თავს საუკეთესოდ გაართმევს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის საფუძველზე, სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
ნანახია: 750
მსგავსი სიახლეები
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
clickss