პიარსკოლა 18 წლისაა! 2007 წლის 4 აპრილიდან პიარსკოლა სტუდენტებს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციის სფეროში სასერტიფიკატო კურსს თავაზობს!

პიარსკოლა 18 წლის გახდა. 2007 წლის 4 აპრილიდან პიარსკოლა სტუდენტებს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციის სფეროში სასერტიფიკატო კურსს თავაზობს.
პიარსკოლის დაარსების იდეა 2006 წელს გაჩნდა. იდეისა და კონცეპციის ავტორმა, პიარის სპეციალისტმა, მაიკო ძირკველიშვილმა „ჯეპრას“ გუნდთან ერთად ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ) მენეჯმენტს ერთობლივი სკოლის დაფუძნება შეთავაზეს. უკვე 2007 წელს კურსდამთავრებულების პირველი ნაკადის გამოსაშვებიც გაიმართა და დღემდე პიარსკოლა გაუს სასერტიფიკატო კურსებს შორის ყველაზე წარმატებულად არის მიჩნეული.
პიარსკოლის დაარსების მიზანი პიარის, როგორც პროფესიის სრულყოფილი განვითარება და პროფესიონალი კადრების მომზადება და გადამზადებაა.
„ჩვენ მიგვაჩნდა, რომ იმ პერიოდისათვის არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები და არსებული სპეციალიზებული კურსები ვერ აკმაყოფილებდა ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. ამასთან, ჩვენს კომპანიასა თუ ჩვენ პარტნიორ კომპანიებში დასაქმებული პიარისა და მომიჯნავე დარგების სპეციალისტების დაგროვილმა გამოცდილებამ, თეორიულმა ცოდნამ და პრაქტიკაში მისმა გამოყენებამ დაგვარწმუნა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე მიდგომებზე აგებული სპეციალიზებული კურსი, სადაც მსმენელებს პიარის სპეციალისტებისათვის ყველა აუცილებელ სფეროზე შევუქმნიდით წარმოდგენას. თეორიული მასალებისა და პრაქტიკული, ქართულ რეალობაში განხორციელებული სავარჯიშოების მეშვეობით, უკეთესად გავაცნობდით პროფესიის ყველა მნიშვნელოვან დეტალს,“ - ამბობს სოსო გალუმაშვილი, ჯეპრას უფროსი კონსულტანტი.
პიარსკოლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლებაა. სტუდენტები ლექციების პარალელურად მუშაობენ რეალურ პროექტებზე და ქმნიან საკომუნიკაციო კამპანიებს, რომელსაც კურსის ბოლოს ლექტორებისგან შემდგარი ჟიურის წინაშე წარადგენენ.
პიარსკოლის დამფუძნებლები ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, საკომუნიკაციო კომპანია „ჯეპრა“ და პიარის სპეციალისტი მაიკო ძირკველიშვილი არიან.
პიარსკოლას 18 წლის არსებობის მანძილზე უკვე 2300 კურსდამთავრებულზე მეტი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა დღეს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში წამყვან პოზიციებზე არიან დასაქმებულები.
პიარსკოლაში გაზაფხულის საიუბილეო კურსზე სწავლა 14 აპრილს დაიწყება.
სწავლის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.prschool.ge ან https://www.facebook.com/prschool
ნანახია: 372
მსგავსი სიახლეები

კომპანია „ბეკო“-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 29 აპრილს, თურქოლოგიის მიმართულებისა და თბილისის
საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" წევრ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო

პროექტ PRODIGE-ის ძირითადი მიზნებია: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრ
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ PRODIGE

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გაიხსნა, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდებ
ღონისძიების დასასრულს დისკუსია გაიმართა და ახალგაზრდებმა მინისტრებს მათთვის საინტერესო საკითხებთან

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ თბილისის მარიფის სკოლაში გამართულ 23 აპრილის ეროვნული სუვერე
ბავშვების თვალებში აკიაფებულმა სიხარულმა და ღიმილმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა ამ

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე
clickss