პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩია
საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩია.
ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას 79-მა პარლამენტის წევრმა დაუჭირა მხარი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ანრი ოხანაშვილს ახალ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„ბატონ ანრის, საქართველოს პარლამენტის გამორჩეულ წევრს, აქამდე იუსტიციის გამორჩეულ მინისტრს, მსურს წარმატება ვუსურვო. დღევანდელ გამოწვევებით სავსე სამყაროში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია თქვენს უწყებას. მსურს, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო საქმიანობისთვის.
სწორედ მათი დამსახურებაა, რომ უსაფრთხოების არცერთი რისკი, რომელიც რეალური იყო, არ განხორციელდა. დღეიდან ამ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი თქვენ იქნებით. თქვენი პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი ეჭვის ნატამალსაც არ გვიტოვებს, რომ შეძლებთ სრულად გაართვათ თავი ამ დიდ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ექვსი წლის ვადით აირჩიეს.
ანრი ოხანაშვილი დღემდე იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა. მანამდე წლების განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
საქართველოს პარლამენტი
ნანახია: 760
მსგავსი სიახლეები
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ
"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
clickss