2025-11-03

10:33

მიხეილ სარჯველაძე, თურქმენეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

მსოფლიო
01-04-2025 20:07

2025 წლის 28-30 მარტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, თურქმენეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაშიმშვიდობისა და ნდობის წელი: საერთაშორისო ქმედებების განვითარება ბავშვებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთის ვიცე-პრემიერს, მეცნიერების, ჯანმრთელობის, განათლების, სპორტისა და საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში, ბაირამგულ ორაზდურდიევას, ასევე ჯანმრთელობისა და სამედიცინო მრეწველობის მინისტრის რატ მამედოვს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძემ, თურქმენელ კოლეგებს, ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით, საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო. განიხილეს ორ ქვეყანას შორის, ჯანდაცვის მიმართულებით, არსებული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

.ორაზდურდიევამ მადლობა გადაუხადა .სარჯველაძეს კონფერენციაში მონაწილეობისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ თანამშრომლობა ბავშვთა სიცოცხლის დაცვის, ოჯახების მხარდაჭერისა და დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გაგრძელდება საერთო კეთილდღეობისა და პროგრესისთვის.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში, კონსტანტინე საბიაშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი ანდრო კაჭკაჭიშვილი ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები