კახა ოქრიაშვილი - სამუშაო პროცესშია ერთადერთი გეგმა...
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო“ უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს 31 მარტია და დაანონსებულია დიდი საპროტესტო აქცია რუსთაველზე, რაც დაკავშირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარების 34-ე წლისთავთან. დილიდან მოყოლებული, მიმდინარე პრესა აჭრელებულია ორი გზავნილით: 1. არ არსებობს ერთობა. 2. ოპოზიციას და საზოგადოებას არ აქვს გეგმა.
გასაგებია, ვისაც აწყობს, ვის ნარატივებსაც ემსახურება და შესაბამისად, ვისი დაკვეთითაც ხდება ამ ორი გზავნილის გავრცელება. რაც შეეხება ერთობას, ანუ პირველ პუნქტს - ასეთი „ერთობა“ უკვე გვქონდა საბჭოთა კავშირის დროს და აღარ გვინდა.
რეალური ერთობა ყალიბდება ერთადერთი გზით - პატიოსანი, სამართლიანი არჩევნების შედეგად, როცა ერთი ან რამდენიმე გამარჯვებული პარტია, საარჩევნო ციკლის შემდეგ, არის ერთიანი ქვეყნის წინსვლის მიზნის გარშემო. ეს ეხება ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც, სამოქალაქო საზოგადოებასაც, მორიგ საარჩევნო ციკლამდე. ასე რომ, პოლიტიკური სპექტრისა და ერის გაერთიანება გადის სამართლიან არჩევნებზე.
მეორე პუნქტია - თითქოს, არ არსებობს გეგმა. როგორ არ არსებობს! სამუშაო პროცესშია ერთადერთი გეგმა - ეს არის უწყვეტი პროტესტი აგერ უკვე 123-ე დღეს! არ იქნება პროტესტი, არ იქნება არჩევნები, უწყვეტი პროტესტის შედეგად კი არჩევნები გარდაუვალია.
დიახ, გეგმა არსებობს და ეს გეგმაა უწყვეტი პროტესტი. 123 დღეა, ხალხი ქუჩაშია და ზუსტად ეს არის გეგმა! დარწმუნებული ვარ, ჩატარდება ახალი და სამართლიანი არჩევნები. დაე, გაიმარჯვოს იმ პარტიამ და ჯგუფმა, ვისაც მეტი მხარდაჭერა აქვს და ყველა დანარჩენმა მიულოცოს მას!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
ნანახია: 815
მსგავსი სიახლეები
ქართველები ბარსელონაში ლიცეუს კონსერვატორიის სცენაზე ამღერდნენ
ქართველები ბარსელონაში ლიცეუს კონსერვატორიის სცენაზე ამღერდნენ
ბათუმში ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე „ბადურის ინტრავიტრეალური მკურნალობის ოპტიმიზაცი
ბათუმში ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე „ბადურის ინტრავიტრეალური მკურნალობის ოპტიმიზაცია და დიაბეტური რეტინოპათიის მართვა“
34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელე
34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელები გამოავლინა
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა
clickss