2025-05-18

04:46

VIDEO: საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო - British Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი შეასრულა

ბიზნეს ნიუსი
31-03-2025 10:43

31 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანმა ავიაკომპანია British Airways-მა დაიწყო ოპერირება - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი შეასრულა. შედეგად, დღეიდან  ლონდონი და თბილისი ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით  დაუკავშირდნენ. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო იუწრება.

ავიაკომპანია British Airways ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს. პირდაპირი მიმოსვლა მნიშვნელოვნად ამცირებს ფრენის დროს საქართველოდან ბრიტანეთამდე და პირიქით. 

British Airways-ი 50 წლის წინ დაფუძნებული ბრენდია, თუმცა, ავიაკომპანიას 100 წელზე მეტი ხნის ოპერირების ისტორია აქვს. აღსანიშნავია, რომ British Airways-ი კომპანია American Airlines-თან ერთად გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის - OneWorld-ის თანადამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით  მესამე უმსხვილესი გაერთიანებაა SkyTeam-ის და Star Alliance-ის შემდეგ. British Airways-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმარულებით დაფრინავს, ავიაკომპანიის მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.

მნიშვნელოვანია, რომ American Airlines-თან მჭიდრო პარტნიორობა British Airways-ის მგზავრებს საშუალებას მისცემს, ტრანზიტული ფრენებით ისარგებლონ  ლონდონის გავლით - ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით. 

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას წინ უძღვოდა ინტენსიური მოლაპარაკებები ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით წარმატებით დაასრულა.  

British Airways-ის მიერ საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოში ბრიტანეთის ელჩი გარეთ უარდი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, British Airways-ის მენეჯმენტი, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი და ავიაციის ინდუსტრიის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

2025-05-15 11:41
ბიზნეს ნიუსი

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა

EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

2025-05-15 10:19
ბიზნეს ნიუსი

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი

თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად

2025-05-12 15:19
ბიზნეს ნიუსი

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025 დასრულდა

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო

2025-05-12 13:46
ბიზნეს ნიუსი

მაქსიმუმს არ ვაკეთებთ. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს - მეჰმედ მელექი

ამჟამად 2.3 მლრდ დოლარია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა. აქედან 1.9 მლრდ დოლარის ექსპორტი

2025-05-09 18:00
ბიზნეს ნიუსი

ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა - EBIT 2025 გაიხსნა

აღნიშნული პლატფორმა იძლევა კარგ შესაძლებლობას ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები