2025-10-15

10:19

მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მსოფლიო
28-03-2025 15:13

აშშ-ის გეოლოგიური კვლევის სამსახურის ცნობით, პარასკევს, გრინვიჩის დროით 06:20 საათზე, საგაინგის 16 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით, 10 კმ სიღრმეზე ბიძგები დაფიქსირდა. ბიძგები ასევე იგრძნობოდა ტაილანდის ჩრდილოეთით, ბანგკოკში და ჩინეთის იუნანის პროვინციაში. 

აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრმა (USGS) მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერი მიწისძვრის შესახებ განაცხადა. აღინიშნა, რომ ბიძგები ჩინეთსა და ტაილანდშიც იგრძნობოდა.

USGS-ის თანახმად, მიწისძვრა ქალაქ საგაინგის 16 კილომეტრის (10 მილის) ჩრდილო-დასავლეთით და 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.

ბანგკოკში მეტროსა და მსუბუქი სარკინიგზო სისტემის ზოგიერთი სერვისი შეჩერდა.

მიანმარში მყოფი ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ ბიძგების ზემოქმედების შედეგად გზები გასკდა და შენობებიდან ნაწილები ჩამოცვივდა.

ბიძგები ტაილანდის ჩრდილოეთიდან დედაქალაქ ბანგკოკამდე იგრძნობოდა. ბანგკოკში შენობები ირყეოდა, ქალაქის მაცხოვრებლები კი ქუჩებში გაიქცნენ.

ცნობილ ტურისტულ ქალაქ ჩიანგ მაიში მცხოვრებმა მოქალაქემ, სახელად დუანგჯაიმ, ჟურნალისტებს განუცხადა: „ბიძგების ხმა გავიგე, სახლში მეძინა. პიჟამოებით გამოვვარდი და შენობას მაქსიმალურად გავეცალე.“

ბიძგები ასევე იგრძნობოდა ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე იუნანის პროვინციაში. პეკინის მიწისძვრის სააგენტოს მონაცემებით, ამ ბიძგების სიმძლავრემ 7.9 მაგნიტუდა შეადგინა.

ამის თაობაზე "ტრტ-ქართულიაქვეყნებს ინფორმაციას. 


მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები