მარიამ შენგელია ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში მე-10 ნომრად წარდგება

ევროვიზია 2025-ზე საქართელოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში, 15 მაისს მე-10 ნომრად იმღერებს.
საქართველოსთან ერთად, მეორე ნახევარფინალში იმღერებენ: ავსტრალია, მონტენეგრო, ირლანდია, ლატვია, სომხეთი, ავსტრია, საბერძნეთი, ლიეტუვა, მალტა, დანია, ჩეხეთი, ლუქსემბურგი, ისრაელი, სერბეთი და ფინეთი.
თითოეული ნახევარფინალიდან ფინალში მხოლოდ 10-10 ქვეყანა გადადის.
პირველ ნახევარფინალში შვეიცარია, იტალია და ესპანეთი წარდგებიან, მეორე ნახევარფინალში კი – საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.
სიმღერა Freedom (თავისუფლება) ქეთი გაბისიანმა დაწერა, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის. მუსიკალური კლიპი კახა ბუხრაშვილმა გადაიღო, კოსტუმის დიზაინზე – იზა ნადარეიშვილმა, კლიპის მხატვრობაზე კი შაკო პოპიაშვილმა და ნინო წულაიამ იმუშავეს. ვიდეორგოლში ასევე მონაწილეობა მიიღეს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის, „ერისიონის“ მოცეკვავეებმა და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა.
შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 13, 15 და 17 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართება.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 526
მსგავსი სიახლეები

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება
მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის

დღეს ევროვიზია 2025-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება!
წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში იმართება. პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად

Made in Italy - სავაჭრო ნიშანი, რომელიც სილამაზეს, ხარისხს, ტრადიციებსა და ინოვაციებს აერთიანებს
იტალიის საელჩოს მიერ კომპანია RMG-ს მხარდაჭერით ორგანიზებული წლევანდელი ღონისძიება 8 მაისს გაიმართა
clickss