2025-10-29

20:29

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

პოლიტიკა
28-03-2025 11:07

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორ დიდიე ტღებიუკს და გაერო-ს ინსტიტუტების: გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს მრავალწლიანი თანამშრომლობა გაერო-სა და მის ინსტიტუტებთან.

ხაზი გაესვა თანამშრომლობის ახალ ციკლს, რომელიც განვითარების თანამშრომლობის შესახებ 2026-2030 წლების ხელშეკრულებაზე მიმდინარე სამუშაოს დასრულების შემდეგ დაიწყება და, დიდიე ტღებიუკის თქმით, საქართველოს ეროვნული განვითარების პრიორიტეტებისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში შეუწყობს ხელს.

დიდიე ტღებიუკი დაინტერესდა საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტებით, მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო საქმიანობით, რაზეც შალვა პაპუაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

მსგავსი სიახლეები

2025-10-21 10:15
პოლიტიკა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

2025-10-20 14:52
პოლიტიკა

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

2025-10-20 10:08
პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

2025-10-16 10:47
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

2025-10-14 10:32
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები