„გორგიას ხელოსანთა აკადემიის“ მეორე ნაკადის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
„გორგიას ხელოსანთა აკადემიის“ მეორე ნაკადის კურსდამთავრებულებს ოფიციალურად გადაეცათ სერტიფიკატები, რომლებიც მათ სამშენებლო სექტორში დასაქმების ახალ შესაძლებლობებს აძლევს.
ჯამში, უკვე 101-მა კურსდამთავრებული წარმატებით დაასრულა სწავლა როგორც თბილისში, ასევე ბათუმში.
აკადემიის მთავარი მიზანია პროფესიული განათლების მხარდაჭერა და კვალიფიციური კადრების მომზადება. კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც თანამედროვე ევროპული და ამერიკული სტანდარტების შესაბამისად წარიმართა.
სტუდენტებმა შეისწავლეს სხვადასხვა სამშენებლო სპეციალობები, მათ შორის: სანტექნიკა, კაფელ-მეტლახისა და იატაკის დაგება, კარ-ფანჯრებისა და სახურავის მონტაჟი, ასევე თაბაშირ-მუყაოს სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „გორგიას აკადემიის“ ყველა პროგრამას აკრედიტაცია მიანიჭა.
„ჩვენი მიზანია სამშენებლო სექტორის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომზადება, რომლებიც ინოვაციურ და ხარისხიან პროექტებში ჩაერთვებიან. მადლობას ვუხდით ყველა მხარეს, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელებაში წვლილი შეიტანა.“ – განაცხადა „გორგიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გურულმა.
ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, ბაქოში, სტამბოლში, ერევანსა და სოფიაში.
ნანახია: 903
მსგავსი სიახლეები
“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე
“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია
15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა
15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე
clickss