2025-08-28

11:45

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

პოლიტიკა
27-03-2025 12:22

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა
 
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. გენერალური მდივანი დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობითა და ბოლო განვითარებებით. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატისა და ეუთოს ჩართულობის, ისევე როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების  მნიშვნელობას, საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე.
 
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას, უსაფრთხოების მხრივ შექმნილ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებს. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო სამართლის პრინციპების აღსრულების აუცილებლობა მდგრადი სტაბილურობის მიღწევისა და რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის.
 
საუბარი შეეხო ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს ეუთოს ფარგლებში არსებული კონფლიქტების გადაჭრისა და მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში.
 
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა ორგანიზაციის სამივე განზომილებაში. მან ასევე დაადასტურა  ქართული მხარის ერთგულება ორგანიზაციის პრინციპებისადმი და ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას ეუთოსა და მისი ავტონომიური ინსტიტუტებისადმი. ყურადღება გამახვილდა, მათ შორის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან საქართველოს ხანგრძლივ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა  საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, აქტიურად გააგრძელოს ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის საკითხებზე.  
 
დასასრულს მინისტრმა ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია. თავის მხრივ,  ფერიდუნ სინირლიოღლუმ განაცხადა, რომ პირველივე შესაძლებლობისას ეწვევა საქართველოს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

მსგავსი სიახლეები

2025-08-27 15:31
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

2025-08-19 10:12
პოლიტიკა

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2025-07-31 12:57
სპორტი

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები