ალექსანდრე წულაძემ ინდოეთის განათლების სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრა გამართა

ინდოეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ განათლების სახელმწიფო მინისტრთან, დოქტორ სუკანთა მაჯუმდართან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ერთმანეთს განათლების სფეროში არსებული მიღწევები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს. ასევე, განიხილეს საქართველოსა და ინდოეთს შორის საგანმანათლებლო კავშირებისა და ინსტიტუციურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
ალექსანდრე წულაძემ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ინდოეთსა და საქართველოს მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობა აკავშირებთ.
საუბარი შეეხო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას, ერთობლივი გაცვლითი და სადოქტორო პროგრამების განხორციელებას, ასევე, საერთო პუბლიკაციების მომზადებას.
თავის მხრივ, სუკანთა მაჯუმდარმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები, მადლობა გადაუხადა მინისტრს თანამშრომლობისთვის და საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა ანა მღებრიშვილმა, ბაია კვიციანმა, საქართველოს ელჩმა ინდოეთში ვახტანგ ჯაოშვილმა და კონსულმა ქეთევან ლაგვილავამ.
ნანახია: 188
მსგავსი სიახლეები

ალექსანდრე წულაძე, დელეგაციასთან ერთად, ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში იმყოფება, სადაც საერთაშორისო ს
გამოფენის ფარგლებში ალექსანდრე წულაძე მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლე

ალექსანდრე წულაძემ ინდოეთის განათლების სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრა გამართა
საუბარი შეეხო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას, ერთობლივი გაცვლითი და სადოქტორო

ალექსანდრე წულაძემ ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
მხარეებმა, განათლებისა და მეცნიერების სექტორში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე

ალექსანდრე წულაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს უმასპინძლა
შეხვედრაზე მინისტრმა დიდიე ტღებიუკს საქართველოს განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობის

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პენიტენციური დაწესებულებების ბიბლი
აღსანიშნავია, რომ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია
clickss