2025-04-02

12:21

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა სერბეთის ნაკრები დაამარცხა!

სპორტი
26-03-2025 11:54
საქართველოს 21-წლამდელთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი სერბეთის ნაკრებთან გამართა. ქართველებმა მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.
ანგარიში გაბრიელ სიგუას გოლით მე-11 წუთზე გაიხსნა, 28-ე წუთზე კი სერბებმა ანგარიში მატეია მიტროვიჩის გატანილი პენალტით გაათანაბრეს, ტაიმის მიწურულს პენალტი თორნიკე მორჩილაძემაც ზუსტად შეასრულა და ეროვნული ნაკრები დააწინაურა. შეხვედრის ბოლო გოლი კი მეორე ტაიმში ირაკლი იაკობიძემ 84-ე წუთზე გაიტანა.
ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი ტესტ-მატჩი ფინეთის წინააღმდეგ გამართა, რომელიც ასევე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს. მატჩი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სასარგებლოდ 4:2 დასრულდა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ივნისში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, სადაც ზედიზედ მეორედ იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

2025-03-31 12:14
სპორტი

ისტორიაში პირველად საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე

ჩემპიონატზე, რომელსაც ყოველ მეორე წელიწადს ტოკიო მასპინძლობს, ექვსი ქვეყნის გუნდი მონაწილეობს

2025-03-29 10:30
სპორტი

ლატვიის დედაქალაქ რიგაში ევროპის 2025 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრის ცერემონ

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპები 2025 წლის 27 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაიმართება, ფინალურ შეხვედრებს

2025-03-28 12:40
სპორტი

საქართველომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე პირველი ლიცენზია მოიპოვა

წელს ლუკა ბერულავასა და ანასტასია მატელკინას წყვილმა იუნიორთა შორის მსოფლიოს პირველობაზე ჩემპიონობა

2025-03-27 10:44
სპორტი

საქართველოს ქალთა ნაკრებმა კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა

წონით კატეგორიაში იასპარეზეს მარიამ ცეცხლაძემ და მარიამ ბეგლარიშვილმა. მარიამ ცეცხლაძემ ამოწევაში

2025-03-26 11:54
სპორტი

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა სერბეთის ნაკრები დაამარცხა!

ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი ტესტ-მატჩი ფინეთის წინააღმდეგ გამართა, რომელიც ასევე ევროპის ჩემპიონატზე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები