2025-05-18

03:27

ანსამბლმა ,,გურჯაანი“ ინდოეთში გამართულ ყოველწლიურ ინდურ-ქართული მუსიკის ფესტივალში „ქეთევანის ფესტივალი 2025“ მიიღო მონაწილეობა

კულტურა
24-03-2025 17:35

ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,გურჯაანი“ ინდოეთში გამართულ ყოველწლიურ ინდურ-ქართული მუსიკის ფესტივალში „ქეთევანის ფესტივალი 2025“ მიიღო მონაწილეობა. 

ფესტივალზე ანსამბლმა  მრავალხმიანი ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები წარადგინა. გარდა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლისა, ფესტივალის პროგრამა მოიცავდა ინდოეთის ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის ანსამბლების გამოსვლებს.

გოაში გამართული ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს კულტურის სამინისტრო, ინდოეთში საქართველოს საელჩო, ინდოეთის კულტურული ურთიერთობების საბჭო (ICCR) და გოაში საქართველოს საპატიო კონსულობის კანდიდატი აკაშ ტიმბლო. 

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში ვახტანგ ჯაოშვილი, კონსული ქეთევან ლაგვილავა, საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი არჩილ ჭოტაშვილი, გოას შტატის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ინდოეთის კულტურის, საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები

2025-05-16 10:06
კულტურა

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

2025-05-15 12:17
კულტურა

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

2025-05-14 17:01
კულტურა

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის

2025-05-13 15:22
კულტურა

დღეს ევროვიზია 2025-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება!

წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში იმართება. პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად

2025-05-09 16:19
კულტურა

Made in Italy - სავაჭრო ნიშანი, რომელიც სილამაზეს, ხარისხს, ტრადიციებსა და ინოვაციებს აერთიანებს

იტალიის საელჩოს მიერ კომპანია RMG-ს მხარდაჭერით ორგანიზებული წლევანდელი ღონისძიება 8 მაისს გაიმართა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები