2025-06-01

17:12

VIDEO: პსჟ-მ თავისი უშუალო კონკურენტი მარსელის „ოლიმპიკი“ 3:1 დაამარცხა და ლიგა 1-ის მოსაგებად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

სპორტი
17-03-2025 17:11

16 მარტს პარიზში, „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე ფრანგული ფეხბურთის კლასიკა გაიმართა. ლიგა 1-ის 26-ე ტურში „პარი-სენ-ჟერმენმა“ /პსჟ/ უახლოესი მდევარი მარსელის „ოლიმპიკი“ მიიღო. ეს საინტერესო თამაში პარიზელების გამარჯვებით 3:1 დასრულდა და პსჟ-მ თავისი უპირატესობა, მის უშუალო კონკურენტთან 19 ქულამდე გაზარდა. ასე რომ, პსჟ-სთვის საფრანგეთის ჩემპიონობა მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავია.

ულამაზესი სათამაშო სანახაობის დაწყებას, წინ საოცარი ატმოსფერო უძღოდა. სტადიონის „პარკ დე პრენსის“ გარშემო შეკრებილი ორივე გუნდის ფანები საკუთარი გუნდების დროშებს აფრიალებდნენ და გამამხნევებელ სიმღერებს მღეროდნენ. გულშემატკივრები საოცარი თამაშის მოლოდინში, სიხარულს ვერ მალავდნენ და საყვარელ გუნდებს მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას უსურვებდნენ.

რაც შეეხება სტადიონის შიგნით ტრიბუნებზე გულშემატკვირების ტევა არ იყო და საკუთარი გუნდების მაისურებში გამოწყობილი მაყურებელი ომახიანი შეძახილებით და სიმღერებით  ამხნევებდნენ საკუთარ გუნდებს. „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე ისეთი აღმაფრთოვანებელი სიტუაცია იყო  შექმნილი, რომ მთელი სტადიონის გულშემატკივარი ერთიან სპორტულ, ცოცხალ მექანიზმს წარმოადგენდა, რომელიც მოძრაობდა, სუნთქავდა, განიცდიდა და ტკბებოდა მომზადებული ულამაზესი სპორტული სანახაობით.

რაღა თქმა უნდა ჩვენთვის განსაკუთრებულ ყურადღებას პსჟ-ს რიგებში მოთამაშე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია იმსახურებდა და მოუთმენლად ველოდით მის გამოჩენას მოედანზე. თუმცა ასევე გვაინტერესებდა ფრანგი მოთამაშეების ბარკოლას, დემბელეს, მენდეშის და სხვა მოთამაშეების თამაშის ხილვაც.

„პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლივერპულთან“ მატჩისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა, კვარაცხელია კი ისევ სასტარტოში დააყენა. მე-17 წუთზე კვარაცხელიამ ცენტრში ბურთი თავით ფაბიანს დაუგდო, რომელმაც დემბელეს პასი გაუკეთა და მან მასპინძლები დააწინაურა.

აქედან მოყოლებული სტუმრებმა შეუტიეს, მაგრამ ვერ იხეირეს. სამაგიეროდ პარიზელებმა ივაჟკაცეს, როდესაც ფაბიანის გარღვევის შედეგად რულის კარი მენდეშმა დალაშქრა.

შესვენების შემდეგ გუირიმ ანგარიში 1 ბურთით შეამცირა. ამ ყველაფერს პსჟ-მ შეტევებით უპასუხა, დემბელეს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ამის შემდეგ, შეტევისას ჰაკიმის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ლიროლამ ჩაჭრა და ანგარიში 3:1 გახდა.

თამაშის მე-80 წუთზე „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია შეცვალ, და თამაში ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, თუმცა ანგარიში უკვე ღარ შეცვლილა.

პსჟ ლიგა 1-ში ისევ დაუმარცხებელია, 26 ტურში 68 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ მარსელის „ოლიმპიკს“ 19 ქულით უსწრებს. ასე რომ, პსჟ-სთვის საფრანგეთის ჩემპიონობა მხოლოდ დროის ამბავია.

სანაკრებო პაუზის შემდეგ, 29 მარტს, პსჟ „სენტ ეტიენს“ ესტუმრება, შესაბამისად, წინ ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის პირველი ფრანგული დაპირისპირებაა მოსალოდნელი.

დავით გაგუა

სპეციალურად პარიზის „პარი სენ ჟერმენის“ სტადიონიდან

 

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 15:26
სპორტი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ

ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები