2025-11-04

04:18

VIDEO: თბილისის „გრანდ სლემის" პირველ საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანმა ჩემპიონობა იზეიმა!

სპორტი
22-03-2025 14:54
თბილისის „გრანდ სლემის" პირველ საშეჯიბრო გუშინ საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა! საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირის პირველ დღეს წარმატებით იასპარეზეს და სამი მედალი: ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.
ტურნირზე ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა, ნინო ლოლაძემ კი ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა; მისთვის ეს „გრანდ სლემზე" მოპოვებული პირველი მედალია. ვიცე-ჩემპიონი კი თემურ ნოზაძე (-66 კგ) გახდა.
22 მარტს ასპარეზობაში ჩაერთვებიან და -73 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი და გიორგი ჩიხელიძე; -81 კგ წონით კატეგორიაში კი - ზაურ დვალიშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმერ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი. გოგონებში -63 კგ წონით კატეგორიაში გვანცა მჭედლიშვილი, -70 კგ წონით კატეგორიაში კი მარიამ ჭანტურია იასპარეზებენ.
23 მარტს მედლების მოპოვებას -90 კგ წონით კატეგორიაში შეეცდებიან ლუკა მაისურაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი და სოსო ებილაშვილი. -100 კგ წონით კატეგორიაში კი იასპარეზებენ ილია სულამანიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე და ისლამ წინწალაშვილი. რაც შეეხება +100 კგ წონით კატეგორიას - აქ მედლებისთვის გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი და გაბო მუკბანიანი იასპარეზებენ. გოგონებში კი მედლის მოპოვებას სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) შეეცდება.
ასპარეზობას პირველ დღეს ესწრებოდა საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი. მან -57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედალოსანი გოგონები დააჯილდოვა.

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები