თბილისის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო ძიუდოს საერთაშორისო ტურნირმა

"თბილისი არენა" სპორტის სასახლეში დღეს სტარტი აიღო ძიუდოს საერთაშორისო ტურნირმა. თბილისის გრან სლემის პირველ დღეს, ჩვენი ქვეყნის ღირსებას 14 სპორტსმენი იცავს: ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი (ყველა – 60 კგ), თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი, ლუკა საგანელიძე (ყველა – 66 კგ), ჯულიეტა როდონაია (48 კგ), ანანო მორგოშია (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური, სოფიო ბედოშვილი (ყველა – 57 კგ).
მათგან ნოზაძე, ნადირაძე, ლიპარტელიანი და ლოლაძე ტურნირის მეოთხედფინალში იჭიდავებენ.
ნოზაძე ნახევარფინალში გასასვლელად ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ტუმასიანს დაუპირისპირდება, ნადირაძე უზბეკ ორტიკოვს შეხვდება, ლიპარტელიანის მეტოქე გერმანელი სტრკი იქნება, ლოლაძის კი – ბრაზილიელი ლიმა.
თბილისის გრან სლემის ძიუდოს ტურნირში 52 ქვეყნის ძიუდოისტები მონაწილეობენ. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 37 (28 მამაკაცი და 9 ქალი) სპორტსმენით არის წარმოდგენილი.
შეჯიბრების ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ნანახია: 561
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში
იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ
clickss