სომხეთის პრემიერ-მინისტრი მზად არის აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად

გასულ კვირას ორივე ქვეყნის მიერ პროექტზე შეთანხმება ფასდება, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ათწლეულების მანძილზე გაგრძელებული კონფლიქტის დასასრულებლად. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმების პროექტს აზერბაიჯანთან.
„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოსაწერად მზად არის. მზად ვარ ხელი მოვაწერო მას“, - განაცხადა ფაშინიანმა ოთხშაბათს X პლატფორმაზე გაკეთებულ განცხადებაში, სადაც ხაზი გაუსვა თავის გადაწყვეტილებას.
ფაშინიანის ეს განცხადება მოჰყვა აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ გასულ ხუთშაბათს ცალ-ცალკე გაკეთებულ განცხადებებს. მხარეებმა განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ათწლეულების მანძილზე გაგრძელებული კონფლიქტის დასრულებას და ბაქოსა და ერევანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას.
ცნობისათვის, ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის ურთიერთობები დაიძაბა 1991 წელს, როდესაც სომხეთმა ოკუპირება მოახდინა ყარაბაღისა და მის გარშემო შვიდი რეგიონის, რომელიც საერთაშორისო დონეზე აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებულია.
აზერბაიჯანმა 2020 წლის შემოდგომაზე 44-დღიანი ომით გაათავისუფლა ამ რეგიონების უმეტესი ნაწილი, ხოლო რუსეთის შუამავლობით დადებულმა სამშვიდობო შეთანხმებამ გზა გაუხსნა ნორმალიზაციისა და საზღვრის დადგენის მოლაპარაკებებს.
2023 წლის სექტემბერში კი აზერბაიჯანმა სრული სუვერენიტეტი დაამყარა ყარაბაღში სეპარატისტული ძალების დანებების შემდეგ.
ნანახია: 524
მსგავსი სიახლეები

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს
დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი

კიმ ჩენ ინს, უკრაინაში რუსეთის დახმარების გამო, შესაძლოა ომის დანაშაულში დასდონ ბრალი
ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, შესაძლოა ბრალი წაუყენონ ომის დანაშაულში ჰააგაში
clickss