2025-10-18

09:09

VIDEO: საფრანგეთის ნაკრებმა 2025 წლის რაგბის ექვსი ერის გათამაშებაში პირველი ადგილი დაიკავა!

სპორტი
16-03-2025 15:27

საფრანგეთის რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა 6 ერის ბოლო ტურში პარიზში, საკუთარ მოედანზე, სტად დე ფრანსზე შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა. ფრანგებმა შეხვედრა 35:16 მოიგეს და ორწლიანი პაუზის შემდეგ 6 ერის უძლიერესი ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. მათ ტურნირი 21 ქულით დაასრულეს და მეორე ადგილზე გასულ ინგლისის ნაკრებს ერთი ქულით გაუსწრეს.

თამაშის დაწყებას წინ ზღაპრული ატმოსფერო უძღოდა. სტადიონის („სტად დე ფრანს“) გარშემო შეკრებილი ორივე გუნდის ფანები ეროვნულ დროშებს აფრიალებდნენ და გამამხნევებელ სიმღერებს მღეროდნენ. გულშემატკივრები საოცარი თამაშის მოლოდინში, სიხარულს ვერ მალავდნენ და საყვარელ გუნდებს მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას უსურვებდნენ.

რაც შეეხება სტადიონის შიგნით, ტრიბუნები გადავსებული იყო გულშემატკივრებით და გუნდების ეროვნული დროშის ფერებში გამოწყობილი მაყურებელი ხმამაღალი ყიჟინით ამხნევებდა საკუთარ გუნდს. სტადიონზე იმდენად ლამაზი გარემო იყო შექმნილი, რომ მთელი მაყურებელი ერთ მუშტად იყო შეკრული და საჩემპიონო თამაშის დაწყებას მოუთმენლად და გულისფანცქალით ელოდა.  

ბოლო ტურის მატჩში საფრანგეთის სარაგბო ნაკრებმა, „სტად დე ფრანსზეშოტლანდიის ნაკრები მიიღო და 35:16 დაამარცხა. შოტლანდიელებს დასაკარგავი აღარაფერი ქონდათ. პირველ ტაიმში ლაღად და თამამად თამაშობდნენ. ფრანგები თავისი ლიდერის ანტუან დუპონის არყოფნაში, ოდნავ შებოჭილები ჩანდნენ, ზედმეტად ნერვიულობდნენ და შესვენებაზე მხოლოდ ერთი საჯარიმოს უპირატესობით წავიდნენ - 16:13.

მეორე ტაიმში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეებში სულისკვეთებამ იმძლავრა და მათ მობილიზება შეძლეს. პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომები გაითვალისწინეს, აღმოფხვრეს და მეტოქეს სამი ლელო დაუდეს. მაშინ, როცა შოტლანდიელებმა მხოლოდ ერთი საჯარიმოს გატანა შეძლეს.

ამრიგად, საფრანგეთის რაგბის ნაკრები ამ თამაშის მოგებით ტურნირის გამარჯვებული გახდა. ანტუან დუპონი, ცხადია, საუკეთესოა, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საფრანგეთის ნაკრების გარემარბი ლუი ბიელ-ბიარი, რომელმაც წლევანდელ ტურნირში რვა ლელო გაიტანა.

ამგვარად, საფრანგეთის ნაკრებმა 6 ერის გათამაშება მეშვიდედ მოიგო, რითიც ირლანდიასა და უელსს ერთი ტიტულით გაუსწრო, ხოლო ინგლისის ნაკრებს გაუთანაბრდა. უელსი 6 ერის ისტორიაში ბოლო ადგილზე მესამედ გავიდა. მათ კატასტროფული შედეგი 21 წლის შემდეგ გაიმეორეს.

ინგლისმა ბოლო ტურში უელსი სტუმრად 68:14 გაანადგურა. ინგლისელებმა მეტოქეს 10 ლელო და 9 გარდასახვა გაუტანეს. უელსმა 2025 წლის 6 ერი 5 მარცხით დაასრულა და 3 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა. ირლანდიამ იტალიას სტუმრად 22:17 აჯობა. ირლანდიელები 19 ქულით მესამე ადგილზე გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო გასული, ორი სეზონი, 6 ერის ჩემპიონი სწორედ ირლანდია ხდებოდა.

6 ერის 2025 წლის გათამაშების საბოლოო, სატურნირო მდგომარეობა კი ასე გამოიყურება:

1. საფრანგეთი - 21 ქულა, 2. ინგლისი - 20, 3. ირლანდია -19, 4. შოტლანდია - 11, 5. იტალია - 5, 6. უელსი - 3

 გიორგი ოთინაშვილი

პაპუნა ებანოიძე

დავით გაგუა

სპეციალურად პარიზის „სტად დე ფრანსის“ სტადიონიდან

 

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები