საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს საჩუქრად წიგნები გადასცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო წელს პირველად, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე ყოველწლიური წიგნების შეგროვების აქციას - „შეაგროვე ცოდნა“ შეუერთდა და პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს საჩუქრად რამდენიმე ასეული წიგნი გადასცა.
ბიბლიოთეკებისთვის წიგნების გადაცემის ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მსჯავრდებულთათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
წიგნების გადაცემის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა, თამთა დემურიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს. სწორედ თანამშრომლობის ფარგლებში, მსჯავრდებულები იძენენ ახალ პროფესიებს, რაც გათავისუფლების შემდეგ, მათ დასაქმებასა და რესოციალიზაციაში ეხმარება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წიგნების გადაცემის პროექტი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება. საკითხავი ლიტერატურა კი, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადანაწილდება, რაც მსჯავრდებულებს თანამედროვე ლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობას მიცემს. ამ მიმართულებით მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი პროექტის ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს.
ღონისძიების პარალელურად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მაღაზია „რე-მარკეტის“ პროდუქცია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა მიერ მზადდება. გამოფენა-გაყიდვის შედეგად, მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე ერიცხებათ, რაც მათ შემოსავალს წარმოადგენს.
ნანახია: 382
მსგავსი სიახლეები

კომპანია „ბეკო“-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 29 აპრილს, თურქოლოგიის მიმართულებისა და თბილისის
საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" წევრ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო

პროექტ PRODIGE-ის ძირითადი მიზნებია: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრ
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ PRODIGE

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გაიხსნა, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდებ
ღონისძიების დასასრულს დისკუსია გაიმართა და ახალგაზრდებმა მინისტრებს მათთვის საინტერესო საკითხებთან

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ თბილისის მარიფის სკოლაში გამართულ 23 აპრილის ეროვნული სუვერე
ბავშვების თვალებში აკიაფებულმა სიხარულმა და ღიმილმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა ამ

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ამ ეტაპზე ჩინური ენა, დამატებითი მომსახურების სახით, 15 სკოლაში ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე
clickss